მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

იმედი|imedinews.ge

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პარლამენტში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ცაგარეიშვილს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე მოუსმინეს.

ანგარიშის წარდგენისას მინისტრის მოადგილემ სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, მიღწეულ შედეგებსა და დასაქმების მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებში 2025 წელს მოქალაქეთა მომართვიანობა 59 %-ით გაიზარდა.

ყურადღება ასევე გამახვილდა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე. 2025 წელს სააგენტომ სწავლება 58 ყველაზე მოთხოვნად პროფესიაში დააფინანსა. პროგრამის ფარგლებში სააგენტო 30-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან თანამშრომლობდა, ხოლო სხვადასხვა სასწავლო კურსში 3000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.

როგორც ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, კურსდამთავრებულთა 67 % უკვე დასაქმებულია. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთანაც. 2025 წლის განმავლობაში სააგენტომ 800-ზე მეტ დამსაქმებელთან ითანამშრომლა, ხოლო სისტემაში 14 600-ზე მეტი ვაკანსია განთავსდა. დამსაქმებელთან 4,684 სამუშაოს მაძიებელი გადამისამართდა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე თემატურ კომიტეტზეა დაგეგმილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი