მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი: დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია
გიორგი ვოლსკი: დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია

გიორგი ვოლსკი: დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია

იმედი|imedinews.ge

დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული კითხვების შეფასებისას.

მისივე თქმით, შეკითხვა, რომელიც დანიის ხელისუფლებისადმი დაისვა, გარკვეულწილად რიტორიკულიცაა.

„ეს არ არის მხოლოდ ორმაგ სტანდარტზე საუბარი, დანიას მიაჩნდა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრა ის აქცია, რომელიც მიმდინარეობდა და მიიღეს ძალიან ხისტი ზომები. რასაც ჰქვია მშვიდობიანი, ეგ სახელი შეიძლება, ამ აქციის მიმართ გამოიყენო. თავად ჩათვალეს, რომ ეს არის უსაფრთხოებისთვის თემა, რომელიც აუცილებლად თხოულობდა პოლიციურ, აი, ასეთ ხისტ ჩარევას, მაგრამ როდესაც შენ საუბრობ, რომ არათუ მშვიდობიანი, არამედ შემოტევა ფიზიკური, ბრუტალური შემოტევა ცეცხლით არის პოლიციის მხრიდან არის აუცილებელი, მოგერიების რეჟიმით ნაკარნახევი აქცია, ამასთან დაკავშირებით მათ პოზიტიური დამოკიდებულება არ აქვთ და შენიშვნის ხარისხი, რომელსაც გვაძლევენ, რასაკვირველია, მნიშვნელოვანწილად ატარებს პოლიტიკურ ხასიათსა და შინაარსს. აქედან გამომდინარე, დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.

კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.

დანიის მხარეს მოვლენების შესაფასებლად „ქრონიკამაც“ მიმართა, რაზეც „იმედს“ დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა, რომ პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი