მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი ევრობიუროკრატებზე: არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე
გიორგი ვოლსკი ევრობიუროკრატებზე: არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე

იმედი|imedinews.ge

„არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, თითოეული ადამიანი, ვინც დასჯილია, ამის მიზეზი არიან ის წამქეზებლები, რომლებიც სამწუხაროდ უკვე პირდაპირ გამოდიან.

„რაც შეეხება ევროპულ სტანდარტს და ზოგადად, ჩვენს მისწრაფებას, დამოკიდებულებას ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ამას ვინმესთან საკეკლუცოდ კი არ ვამბობთ, ჩვენ ვიცით რა არის ევროპული სტანდარტი. ეს არ არის ის, რასაც ქადაგებს დღევანდელი ზოგიერთი ხელმძღვანელი ევროპული ქვეყნების. ფაქტია, რომ დამოკიდებულება ბრიუსელისა განპირობებულია იმ მხარდაჭერით, რაც ცალკეული ქვეყნების მხრიდან აქვთ, მაგრამ ეს არ არის ის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს თავის წესდებაში უწერია.

აქ უნდა იყოს თანამშრომლობა, თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა, მაგრამ არავინ ბრმა არ არის, დავინახეთ, რომ რა თანხაც შემოვიდა, ეს თანხა მოხმარდა იმას, რაზეც ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები პირდაპირ მიუთითებენ. ამბობენ, პირდაპირ საჭიროა, რომ ბომბები ცვიოდეს. უკვე მოყირჭებული აქვს ხალხს ეგ გამონათქვამები - ბომბები ცვიოდეს, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ. ეს ყველაფერი ხომ თქვეს და ამისთვის ხომ შემოვიდა უშველებელი რესურსი.

ჩვენ ხომ დავინახეთ, ღობე გადავარდა, ღობე მორყეული იყო თუ რაღაც სისულელე. ასეც რომ იყოს რა? იმ ღობეს მე მივაწექი? არ იყო მცდელობა? ღობეს დააბრალეს რევოლუცია, ასეთი რამე გაგიგიათ? მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ამისწინ, პარალელურად რაღაც პროცესები ვითარდება და აღკვეთეს ეს პროცესები. იქ იარაღიც იყო და ასაფეთქებელი. უშველებელი რაოდენობის მასალები იყო შემოტანილი საქართველოში. რას გვერჩიან. დღესაც მქონდა ახალგაზრდებთან შეხვედრა, მთავარი შეკითხვა არის რატომ? რა მიზეზია, რას არ ვაკეთებთ. ამაზე არც ჰერჩინსკის ბოლო განცხადებაში და არც იმის წინა, მუქარის განცხადებაში არაფერი უთქვამს. არ ემორჩილები, რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე. თითოეული ადამიანი, ვინც დასჯილია, მიზეზი ამის არიან ის წამქეზებლები, რომლებიც სამწუხაროდ უკვე პირდაპირ გამოდიან“, - აღნიშნა მან.

გიორგი ვოლსკის თქმითვე, საქართველოს ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია ყველა ის სტანდარტი დაიცვას, რომელიც მაღალ რეიტინგებს განაპირობებს.

„რაც შეეხება დამოკიდებულებას, ევროინტეგრაცია გვაწყობს, გვინდა, საჭიროა. დღეს რა ხელისუფლებები არსებობენ, ამის მიუხედავად თანამშრომლობაც, ეკონომიკაც, მართვის სისტემაც, განათლების სისტემაც და ყველა საკითხი არის ჩვენს სისხლხორცეულ ინტერესებში. ახლა იქიდან თუ ვიღაც სწორად არ გვექცევა დღეს, თუ ეს დღეს ასეა, ხვალაც ასე არ იქნება.

ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი ხალხის წინაშე ყველა ის სტანდარტი დავიცვათ, რომელიც იმ მაღალ რეიტინგებს განაპირობებს, რაც არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ აქვს. მათ შორის, არ აქვს ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი