
გიორგი ვოლსკი გვარამიას განცხადებაზე: ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მესიჯი უცხოელი პარტნიორებისადმი, რომ თუ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, მზად არიან, დათანხმდნენ ყველანაირ პირობას და იყვნენ წმინდა მარიონეტები
იმედი|imedinews.ge
მმართველ გუნდში ეხმაურებიან ნიკა გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.
გვარამიას განცხადება საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ შეაფასა.
„ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მესიჯი უცხოელი პარტნიორებისადმი, რომ თუ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, მზად არიან, დათანხმდნენ ყველანაირ პირობას და იყვნენ წმინდა მარიონეტები. იმ საზოგადოებას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საპროტესტო აქციებზე, უგზავნის მესიჯს, რომ დიდი დივიდენდია მოსალოდნელი, თუკი გაგრძელდება რევოლუციური სცენარი”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge