მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი: მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ არის ხელისუფლების სათავეში - არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ, ცალ ფეხზე იდგნენ და მარიონეტებად ემსახურონ, თუ არის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს მდგომარეობას და ქვეყნის გადარჩენა უნდა ცეცხლისა და მახვილისგან
გიორგი ვოლსკი: მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ არის ხელისუფლების სათავეში - არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ, ცალ ფეხზე იდგნენ და მარიონეტებად ემსახურონ, თუ არის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს მდგომარეობას და ქვეყნის გადარჩენა უნდა ცეცხლისა და მახვილისგან

იმედი|imedinews.ge

მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ არის ხელისუფლების სათავეში - არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ, ფრთიანი ფრაზა რომ გახდა, ცალ ფეხზე იდგნენ და მარიონეტებად ემსახურონ, თუ არის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს მდგომარეობას და ქვეყნის გადარჩენა უნდა ცეცხლისა და მახვილისგან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

მან ისაუბრა, თუ რას ეყრდნობა ევროკავშირი საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების შეფასებისას. კერძოდ, რამდენად ხდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოზე მომზადებული მასალების გამოყენება.

„არსებობს ინფორმაციის უშველებელი წყარო, როგორიც არის კვლევითი ინსტიტუტები, მათ შორის ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტი, რომელიც გერმანიაშია დაფუძნებული და სულ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა. არსებობს მსოფლიო ბანკი, რომელსაც შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობს ამ კვლევის საკითხებთან დაკავშირებით, ყველგან საქართველო მოწინავე პოზიციაზეა.

ახლახან გამოქვეყნდა მონაცემები მმართველობის სისტემასთან დაკავშირებით. აქაც, კანდიდატ ქვეყნებს შორის ასპარეზი საერთოდ არ განიხილება, პირველია საქართველო და ევროპის მასშტაბით მე-17 ადგილზეა. არის სხვა საკითხებიც, რომელზეც ხშირად გვისაუბრია, თუმცა ევროკავშირი კი რით სარგებლობს?! - ამ კვლევებით უნდა სარგებლობდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ქუჩაში 150-მდე ახალგაზრდა პირდაპირი მნიშვნელობით დახვრიტეს, თუმცა მათ მიამრთ იმ პერიოდში არანაირი შენიშვნა არ ყოფილა.

„ე.ი. რა გამოდის? - მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ არის ხელისუფლების სათავეში. არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ, ფრთიანი ფრაზა რომ გახდა, ცალ ფეხზე იდგნენ და მარიონეტებად ემსახურონ, თუ არის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს მდგომარეობას და ქვეყნის გადარჩენა უნდა ამ ცეცხლისა და მახვილისგან, რაშიც დღეს უკრაინაა ჩაძირული რუსეთის ინტერვენციის შემდეგ?! რა წყაროთი უნდა ისარგებლონ, თუ არა გაეროს რეზოლუციით, ან ეუთოში განხილული საკითხებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი: ეკატერინე გაბაშვილის სახელი ქართული კულტურის, ქართული განათლებისა და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში განსაკუთრებული პატივით დარჩება

შალვა პაპუაშვილი: ეკატერინე გაბაშვილის სახელი ქართული კულტურის, ქართული განათლებისა და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში განსაკუთრებული პატივით დარჩება

იმედი

ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ომს ვერ მოიგებს

ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ომს ვერ მოიგებს

იმედი

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინამ შეძლო შესაძლებლობების ფანჯრის შექმნა რუსეთთან ომში, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება და უკრაინამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინამ შეძლო შესაძლებლობების ფანჯრის შექმნა რუსეთთან ომში, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება და უკრაინამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს

იმედი

მედია: ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება

მედია: ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება

იმედი