მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: იმას, რომ ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია უნდა შეიცვალოს, სრულიად ვეთანხმებით და ეს ყველაფერი კარგად იყო ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა საქართველოში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ
გიორგი ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: იმას, რომ ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია უნდა შეიცვალოს, სრულიად ვეთანხმებით და ეს ყველაფერი კარგად იყო ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა საქართველოში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ

იმედი|imedinews.ge

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გზავნილს აფასებენ. მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელი გახდება. პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი ეთანხმება პოზიციას, რომ ურთიერთობის ტრაექტორია უნდა შეიცვალოს.

„იმას, რომ ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია უნდა შეიცვალოს, სრულიად ვეთანხმებით და ეს ყველაფერი კარგად იყო ასახული იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტის შემდეგ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება“. „ჩვენ მივიღეთ რამდენიმე პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ ვიხილავთ ტრაექტორიის ცვლილებას საქართველოს შემთხვევაში იმ მდგომარეობიდან, სადაც ის დღეს იმყოფება", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

„დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ", - აღნიშნულია 25-28 მაისის ვიზიტის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი