მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. GITA-ს ხელმძღვანელი სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის გახსნაზე: ეს არის ქართული სტარტაპებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სან - ფრანცისკოში და არ იციან ვის მიმართონ, ინვესტიციები როგორ უნდა მოიძიონ. ამ მიმართულებით ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას
GITA-ს ხელმძღვანელი სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის გახსნაზე: ეს არის ქართული სტარტაპებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სან - ფრანცისკოში და არ იციან ვის მიმართონ, ინვესტიციები როგორ უნდა მოიძიონ. ამ მიმართულებით ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას

იმედი|imedinews.ge

ეს არის ქართული სტარტაპებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სან - ფრანცისკოში და არ იციან ვის მიმართონ, ინვესტიციები როგორ უნდა მოიძიონ. ამ მიმართულებით ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას, - განაცხადა GITA-ს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის გახსნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ინოვაციების ჰაბის გახსნა დაეხმარება ქართულ სტარტაპებს, რომ მოიძიონ ამერიკული ინვესტიციები.

„სილიკონის ველი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს ინოვაციური სტარტაპების განვითარებისთვის, კაპიტალის მოზიდვის და შემდგომ უკვე კლიენტების განვითარებისთვის. ამ მიმართულებით რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ სან - ფრანცისკოში უკვე გაიხსნა ქართული კუთხე. ეს არის ქართული სტარტაპებისთვის, ვისაც კი უნდა ამერიკულ ბაზარზე გავიდეს, ამერიკული ინვესტიციების მოძიება სჭირდება, დღეს, ამ პრობლემას აწყდებიან, რომ ჩამოდიან სან - ფრანცისკოში და არ იციან ვის მიმართონ, როგორ უნდა გადადგან ნაბიჯები, მათ შორის სამართლებრივად, როგორ უნდა დარეგისტრირდნენ კომპანიებად, ინვესტიციები როგორ უნდა მოიძიონ. სწორედ ამ მიმართულებით ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას. ექნებათ შესაძლებლობა, რომ აქ სამუშაო ოფისიც ჰქონდეთ. რაც ყველაზე მთავარია, ის დიდი „ნეთვორქი“, რომელიც იქმნება ინოვაციების ჰაბის გარშემო გამოიყენონ თავიანთი ინვესტიციების მოსაპოვებლად და ეს პირდაპირ აისახება საქართველოში დასაქმების გაზრდაზე“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნა. ჰაბი ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს დაეხმარება მოიზიდონ ამერიკული კაპიტალი და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. ღონისძიებას სან-ფრანცისკოს მერი და სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მოთამაშეები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე