მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე ახალქალაქისა და ნინოწმინდის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
გივი მიქანაძე ახალქალაქისა და ნინოწმინდის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

გივი მიქანაძე ახალქალაქისა და ნინოწმინდის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაზე. მინისტრის თქმით, რეფორმის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელთა აზრისა და პოზიციების გათვალისწინება, რათა განათლების სისტემა მაქსიმალურად იყოს მორგებული თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე.

საუბარი შეეხო სასკოლო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას, სახელმძღვანელოების განახლებას, სასკოლო ფორმებს და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის დელეგატი სამველ მანუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი