მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
გივი მიქანაძე კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გივი მიქანაძე კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და იყალთოში კოლეჯ „პრესტიჟის“ ძველ სასწავლო კორპუსს ეწვია, რომლის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ასევე დაათვალიერა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი.

გივი მიქანაძესთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრი გია ბენაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გურჯაანის კულინარიული კოლეჯი 200 სტუდენტზეა გათვლილი. პროექტი გულისხმობს 21 600 კვ. მეტრ ფართობზე უახლესი სტანდარტების შესაბამისი პროფესიული კოლეჯის მშენებლობას. ადგილზე მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. კოლეჯის ტერიტორიაზე ასევე უზრუნველყოფილი იქნება 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე.

კოლეჯის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ საცხობი და საკონდიტრო მიმართულებები, საკვებისა და სასმელების მართვა, გასტრონომიული და ავანგარდული ტენდენციები, კრეატიული მიდგომები და კერძების გაფორმება. გურჯაანში აღნიშნული პროფესიული კოლეჯის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ბასკეთის კულინარიის სკოლასთან პარტნიორობით ხორციელდება. მისი ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა.

რაც შეეხება „პრესტიჟის“ იყალთოს ფილიალს, ის გათვლილი იქნება 100-150 სტუდენტსა და მსმენელზე, როგორც საკვალიფიკაციო, ისე მომზადება-გადამზადების პროგრამების მიმართულებით.

პროექტის განხორციელების შედეგად მუნიციპალიტეტში შეიქმნება თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო ჰაბი, სადაც ტურიზმის მიმართულებით განხორციელდება სასწავლო და მომზადება-გადამზადების პროგრამები, რომელთა საჭიროებაც რეგიონში განსაკუთრებით აქტუალურია. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაიზრდება დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობები. პროექტის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კახეთში, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 170 ჰექტარზე გაუმჯობესდებარუსთავი 2
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი