მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძე საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
გივი მიქანაძე საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

გივი მიქანაძე საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები გააცნო და რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გივი მიქანაძემ რეფორმების ეფექტიან განხორციელებაში მშობელთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სკოლასა და ოჯახს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებას, სასკოლო ფორმებს, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სერვისების გაძლიერებას, პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესს, ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის წესებს და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს მშობლებმა მინისტრს მათთვის აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩხიკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი