მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
გივი მიქანაძემ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

გივი მიქანაძემ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გურიის რეგიონში ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

მინისტრმა მასწავლებლებს წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისა და არაერთი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, მისი შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო განახლებულ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე და აღნიშნულ წარმატებაში პედაგოგების დამსახურებას გაუსვა ხაზი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდნენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდნენ

იმედი

პარლამენტმა ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

იმედი

გიორგი გაბუნია „ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს ძალა, საზოგადოების თვალში, არის გაკოტრებული და დამთავრებული - ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას უპრეცედენტო ნდობა აქვს“

გიორგი გაბუნია „ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს ძალა, საზოგადოების თვალში, არის გაკოტრებული და დამთავრებული - ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას უპრეცედენტო ნდობა აქვს“

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

იმედი