მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ „გურიის მოამბის“, მისი მფლობელი ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გივი მიქანაძემ „გურიის მოამბის“, მისი მფლობელი ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გივი მიქანაძემ „გურიის მოამბის“, მისი მფლობელი ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა შპს „გურიის მოამბის“, ასევე მისი მფლობელი ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კახა ასკურავას წინააღმდეგ.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა და საინფორმაციო სააგენტომ 18 აგვისტოს და მომდევნო დღეებში ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, რომელიც გურიის სოფელ არჩეულში მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შეეხებოდა.

„მიმდინარე წლის 18 აგვისტოსა და მომდევნო დღეებში შპს „გურიის მოამბის“, ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას მიერ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ჩემ შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები, რაც წარმოადგენს პირად უფლებებზე განზრახ, არაერთგზის თავდასხმას.

საქმეში აშკარაა ცილისწამების ნიშნები. გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდა მცდარ ფაქტებს, რომლებიც ზიანს აყენებს ჩემს ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას და მიზნად ისახავს კანონიერი ინტერესების დაზიანებას.

დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით მივმართე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. მოთხოვნაა - გავრცელებული განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • Google-მა ევროკავშირის მარეგულირებლის მოთხოვნები სასამართლოში გაასაჩივრაBM.GE
  • "არავის მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ" - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძეს პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
  • საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად სერგო მეთოფიშვილი და გოგა კიკილაშვილი დანიშნესფორმულა
სასამართლოს →

მსგავსი სტატიები

GITA სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში საგრანტო კონკურსს „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ აცხადებს

GITA სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში საგრანტო კონკურსს „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ აცხადებს

იმედი

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ლიცეუმების ბლოკირებისა და ვანდალიზმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა არასრულწლოვანი დამრღვევების მშობლებს მოუწიოთ

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ლიცეუმების ბლოკირებისა და ვანდალიზმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა არასრულწლოვანი დამრღვევების მშობლებს მოუწიოთ

იმედი

ნინუცა ბუცხრიკიძე: თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე, ქართული კულინარიის გარდა, წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კულინარიაც - იტალიელი შეფ-მზარეულები მასტერკლასებს ჩაატარებენ

ნინუცა ბუცხრიკიძე: თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე, ქართული კულინარიის გარდა, წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კულინარიაც - იტალიელი შეფ-მზარეულები მასტერკლასებს ჩაატარებენ

იმედი

დიმიტრი ხუნდაძე: მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდა მზის პანელები, რაც საშუალებას იძლევა, რომ ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მათ არათუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც