მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო
გივი მიქანაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

გივი მიქანაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა და ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი სიახლეები გააცნო.

მინისტრმა რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო სასკოლო ფორმების შემოღების, სახელმძღვანელოების დახვეწის, მეთორმეტე კლასის გაუქმების, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის საკითხებს.

შეხვედრის ფარგლებში მშობლებმა მინისტრს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და დეტალური განმარტებები მიიღეს.

მშობლებთან გამართულ შეხვედრას აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი