მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ პეკინის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
გივი მიქანაძემ პეკინის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

გივი მიქანაძემ პეკინის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, პეკინის უნივერსიტეტს ეწვია და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, სტუმრებს უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, ხე კუანგცაიმ უმასპინძლა, მათ უნივერსიტეტის საქმიანობა გააცნო და სასწავლო, სამეცნიერო და საერთაშორისო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ასევე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო კავშირების გაძლიერების ხელშეწყობას.

გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, პეკინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ქართველ ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ღირებული ცოდნა და გამოცდილება, გაიღრმაონ პროფესიული უნარები და დაამყარონ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირები, რაც მათ სამომავლო კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერეს, სადაც სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვეს, სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

უნივერსიტეტში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და საელჩოს წარმომადგენლები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მემარცხენე ალიანსი“: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას - სანამ არ დაასრულებს ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებს, ევროსაბჭოსთან შეწყვიტეთ პარტნიორული დამოკიდებულება

„მემარცხენე ალიანსი“: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას - სანამ არ დაასრულებს ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებს, ევროსაბჭოსთან შეწყვიტეთ პარტნიორული დამოკიდებულება

იმედი

პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროებს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან

პიტ ჰეგსეტი: სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროებს განსხვავებული, საშიში იდეოლოგიები უტევენ. ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ნავები და ადამიანები ჩამოდიან

იმედი

ფრიდრიხ მერცი: ჩვენ არ ვუტეხთ სახელს ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში სამუშაოდ ჩამოდიან. ჩვენ მათ მივესალმებით

ფრიდრიხ მერცი: ჩვენ არ ვუტეხთ სახელს ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში სამუშაოდ ჩამოდიან. ჩვენ მათ მივესალმებით

იმედი

თურქულ გემს ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქულ გემს ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს თავს დაესხნენ. ერთი ადამიანი დაიღუპა

იმედი