მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმასპინძლა
გივი მიქანაძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმასპინძლა

გივი მიქანაძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმასპინძლა

იმედი|imedinews.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკისა და ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კეისუკე ნაგატას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაფართოებაზე, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაზე. მინისტრმა სტუმრებს განათლების სისტემაში მიმდინარე მასშტაბური რეფორმებისა და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იაპონიის წამყვან კვლევით ცენტრებთან (KEK და J-PARC) თანამშრომლობაზე, რაც მხარეების თქმით, სამეცნიერო პარტნიორობის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა იაპონიასთან მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას. როგორც მან განაცხადა, სიმბოლურია, რომ შეხვედრა სწორედ საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავის აღნიშვნის დღეს დაემთხვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ცუკუბას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების საერთაშორისო ინტეგრაციის კიდევ უფრო გაძლიერებას. თავის მხრივ, იაპონურმა მხარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს სტუმრობისთვის. ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კეისუკე ნაგატამ კი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები, სამომავლო პარტნიორობის გაფართოების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • ევროკომისიის პრეზიდენტი კანადისთვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერსფორმულა
  • "ტრამპი FED-ის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს" - პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ჰასეტიBM.GE
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნარუსთავი 2
  • პუტინს ეშინია, რომ ომში მარცხის შემთხვევაში მას "ჩამოახრჩობენ" - The Economist-ი რუსეთის პრეზიდენტის შიშებზე წერსტვ პირველი
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

ბექა ძამაშვილი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, დაიწყოს დარღვევების აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ კომიტეტთან თანამშრომლობა

ბექა ძამაშვილი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, დაიწყოს დარღვევების აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ კომიტეტთან თანამშრომლობა

იმედი

The New York Times: ტრამპს სურს, პუტინმა ომი დაასრულოს. ამის სანაცვლოდ შესაძლოა, რუსეთს ჯერ ბიზნეს გარიგებები შესთავაზოს

The New York Times: ტრამპს სურს, პუტინმა ომი დაასრულოს. ამის სანაცვლოდ შესაძლოა, რუსეთს ჯერ ბიზნეს გარიგებები შესთავაზოს

იმედი

ბათუმში ახლად აშენებული 1400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა იხსნება. ვიდეო

ბათუმში ახლად აშენებული 1400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა იხსნება. ვიდეო

იმედი

უკრაინამ რაკეტებისა და დრონების შესაძენად ევროკავშირისგან 3,3 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ რაკეტებისა და დრონების შესაძენად ევროკავშირისგან 3,3 მილიარდი ევრო მიიღო

იმედი