მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა
გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა

გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ შამირადოვიჩ გურბანგელდიევთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის როგორც პროფესიული, ასევე სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებებით კავშირების გაღრმავებას და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების პარტნიორობის გაფართოების საკითხზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

იმედი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

იმედი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

იმედი