მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა
გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა

გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა

იმედი|imedinews.ge

„გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ“ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში ტარდება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობისა და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.

კვლევის მიზანია, დაეხმაროს მთავრობებს, ბიზნესებსა და თემებს ინვესტიციების პრიორიტეტულობის დადგენაში, რათა უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინონ მომავალ გლობალურ გამოწვევებზე.

„ანგარიშის შედეგებს ევროკომისია რეგულარულად აქვეყნებს. ევროკომისიის განმარტებით, კვლევითი ცენტრი მუშაობს ადაპტაციის შესახებ მსოფლიოს გაგების გასაუმჯობესებლად ცოდნის, პროდუქტებისა და მომსახურების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობს საჯარო და კერძო ქმედებებს, ასევე, დაუცველ თემებში ინვესტიციებს.

კვლევის ფარგლებში განხორციელდა მსოფლიოს 192 ქვეყანაში არსებული ვითარების ანალიზი.

წინა ანგარიშის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზე, ევროპაში კი მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა ნორვეგიისა და დანიის შემდეგ. განახლებული ანგარიშის მიხედვით კი საქართველო ეკონომიკური მზაობით ევროპაში მეორე ადგილზე დაწინაურდა, მსოფლიოში კი კვლავ მეოთხე პოზიციაზეა.

2026 წლის განახლებული შეფასებით, მსოფლიოს საუკეთესო ოთხეული ასე ჩამოყალიბდა: სამხრეთ კორეა, სინგაპური, ესტონეთი და საქართველო.

გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ბანკის თემატურ კვლევებს, ბიზნესის კეთებისა და ბიზნესის მზაობის ანგარიშგებებს“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ კვლევაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

იმედი

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება

დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება

იმედი