მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „გონიერი კონტრაქტი“ უკვე ხელმისაწვდომია პორტალზე my.gov.ge
„გონიერი კონტრაქტი“ უკვე ხელმისაწვდომია პორტალზე my.gov.ge

„გონიერი კონტრაქტი“ უკვე ხელმისაწვდომია პორტალზე my.gov.ge

იმედი|imedinews.ge

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge - უკვე ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციური სერვისი - „გონიერი კონტრაქტი“. ინფორმაციას ციფრული მმართველობის სააგენტო ავრცელებს.

„გონიერი კონტრაქტი“ ახალი, ინოვაციური ციფრული სერვისია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უძრავი ქონების ნასყიდობისა და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას სრულად დისტანციურად შეძლებენ.

მხარეები წინასწარ ჯავშნიან ვირტუალურ შეხვედრას, ვიდეოზარით აფიქსირებენ საკუთარ თანხმობას, ხელს აწერენ ხელშეკრულებას ელექტრონულად, ხოლო გარიგების თანხის გადარიცხვა დაცული მექანიზმით მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემდეგ ხდება.

აღსანიშნავია, რომ „გონიერი კონტრაქტი“ პირველი ციფრული სერვისია, რომლის საშუალებითაც უძრავი ქონების შეძენა და ინდმეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ ხორციელდება. მომსახურება ქართული ინოვაციაა და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

„გონიერი კონტრაქტის“ my.gov.ge-ზე ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრისა და მომხმარებლისთვის მათი მიღების პროცესის გამარტივების მიმართულებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ

ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ

იმედი

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია

სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚

სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚

იმედი