მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გორის მუნიციპალიტეტში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში 54-მდე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება. დღეს მეჯვრისხევში მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას აქტიურად აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები შენდება, რომელთა მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.

მინისტრთან ერთად ობიექტები დაათვალიერეს, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორსა და მეჯვრისხევში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრებს აშენებს. პროექტის ფარგლებში ორივე ლოკაციაზე ეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და სპორტსმენებისთვის აუცილებელი სრული ინფრასტრუქტურა - გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და დამხმარე სათავსოები.

სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისთვის, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის თანამედროვე და ხარისხიანი სავარჯიშო გარემოს შექმნისთვის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები ადგილობრივ სპორტსმენებსა და ახალგაზრდებს ყოველდღიური საწვრთნელი პროცესისთვის თანამედროვე სივრცით უზრუნველყოფს, ხელს შეუწყობს ფეხბურთის პოპულარიზაციას, მასობრივი სპორტის განვითარებას და რეგიონებში სპორტული ღონისძიებების ჩატარებას.

,,პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მასობრივი სპორტის, ისე ფეხბურთის განვითარებისათვის. მისი განხორციელების შედეგად, ათიათასობით ქართველ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, ივარჯიშოს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სტადიონებზე. ყველა სტადიონი შენდება UEFA-ს სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც რეგიონებში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის ქსელის შექმნისა და ახალგაზრდებისთვის სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით შიდა ქართლში პარალელურად მიმდინარეობს სურამის რაგბის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, ხოლო სურამის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის პროექტირება აქტიურ ეტაპზეა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იოსებ შატბერაშვილი შალვა ნათელაშვილზე: ვანო მერაბიშვილისგან აიღო მილიონ ნახევარი დოლარი და ჩაწერა სპონსორები, ადგილები გაყიდა, „ნაცების“ კანდიდატები ჩაწერა. ჩვენ გვეუბნებოდა, რომ არ გვაქვს საარჩევნო კამპანიის ფული, თანახმა ხართ, რომ ჩავწეროთ ორი ადამიანი, რომელიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას დააფინანსებსო? ვთქვით, რომ თანახმა ვიყავით, მაგრამ ვისი ფული იყო, ჩვენ ხომ არ ვიცოდით

ბათუმური ყავის ფესტივალი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ბათუმური ყავის ფესტივალი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

გიორგი ვოლსკი გია ბარამიძის განცხადებაზე: საქმე იმაშია, რომ ახალი დაძაბულობის კერა უნდა შეიქმნას იმ ფარდის მიღმა, რომელიც თითქოსდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზრუნვით არის განპირობებული

გიორგი ვოლსკი გია ბარამიძის განცხადებაზე: საქმე იმაშია, რომ ახალი დაძაბულობის კერა უნდა შეიქმნას იმ ფარდის მიღმა, რომელიც თითქოსდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზრუნვით არის განპირობებული

იმედი

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი