მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გრეტა წიწავა: ალიანსად წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება
გრეტა წიწავა: ალიანსად წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება

გრეტა წიწავა: ალიანსად წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება

იმედი|imedinews.ge

„ალიანსად“ წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა ვფიქრობ, მალე დაიშლება, თუმცა გავა ჟამი და ისევ შემოსძახებენ და მოუწოდებენ მათი გარე პატრონები გაერთიანებისკენ და ჩვენც ვიხილავთ მორიგ ჯერზე „შეკვეთის“ შესრულების პროცესს, რომელსაც, ალბათ, დაარქმევენ „ხალხს ასე უნდა, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გრეტა წიწავამ.

მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები გარე პატრონებმა თუ არ დატუქსეს, უმუხრუჭოდ მოძრაობენ და ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ.

„ყველამ კარგად დავინახეთ 26 მაისის აქციაზე „ალიანსის“ ლიდერები - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც იყვნენ დამგეგმავ-თანამონაწილეები მთელი რიგი ავი ამბებისა და შემაგულიანებლები მათი თანაგუნდელების მიერ განხორციელებული ტრაგიკული ისტორიებისა, როგორიცაა - პატიმრების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის დარბევა, ოჯახების დაშინება. მერწმუნეთ , ყოველ ჯერზე შეგახსენებთ ამას. გამომსვლელებს ხმაში რიხი დიდად არ ჰქონდათ, მაგრამ იქვე მოვისმინეთ ერთმანეთის გადათვლის დიადი გეგმა - ფეისბუქზე რომ უნდა დაეწერათ „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ . შედეგმაც არ დააყოვნა და დიდი მარათონი გაიმართა სააკაშვილი - მელიას შორის - მე ვარ ის უკეთესიო. კი არაფერი გვიკვირს კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ - გარე პატრონებმა თუ არ დატუქსეს, ასე უმუხრუჭოდ მოძრაობენ. ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და ალაგ-ალაგ წამოაყვედრებენ წარსულს, ვითომ ერთნი არ იყვნენ და ერთად არ სჩადიოდნენ ავ საქმეებს, ხელისუფლებაში ყოფნისას თუ შემდეგ ოპოზიციაში“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.

როგორც გრეტა წიწავამ აღნიშნა, გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ყველა კარგად ხედავს, განსაკუთრებით ბოლო წლები, თუ რაოდენ დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი რეგიონი.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყო და არის გაჯერებული ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. ურმის გადაბრუნების გარეშე, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გაანალიზებით, ვხედავთ სწორ გზას და ამ გზაზე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, ხალხი ხედავს პოლიტიკურად თანმიმდევრული ვინ არის, ვინ ფიქრობს ქვეყანაში მშვიდობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სოფლებსა და ქალაქებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, მაგრამ არის მასზეც ადეკვატური პასუხი და სათანადოდ რეაგირება. არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც არ აქვს გამოწვევა და ჩვენც არ ვართ გამონაკლისები.

დიახ, ხალხი ხედავს ვინ როგორ იცავს საქართველოს ინტერესებს სხვადასხვა პლატფორმაზე - რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ყველგან ცდილობს ჩვენი ქვეყნის და ინსტიტუციების იმიჯი შელახოს და „ქართული ოცნება“, რომლისთვისაც საქართველოს ინტერესი და სუვერენიტეტის დაცვა არის უმთავრესი და უპირველესი.

საქართველო კი, იმსახურებს უკეთეს ქუჩის ოპოზიციას, მაგრამ გვყავს ასეთი რადიკალური ოპოზიცია - რაცაა ესაა, რომელიც ერთმანეთს უმტკიცებს, ვისი ბაბლი უფრო ნაყოფიერია კლავიატურის კაკუნში. „ქართული ოცნების“ გუნდი კი, ტრადიციულად ხალხს ხვდება სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, ისმენს მადლიერებას, გამოწვევასაც და ახალ სურვილებს, საჭიროებისამებრ, ხალხთან ერთად განიხილავს. ამიტომაც არის არჩევნებზე არჩევანის გაკეთება ადვილი. ვინ როგორია ყველაფერი დღესავით ნათელია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გრეტა წიწავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში

„იტალფარმაკო“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან შეუძლებელი არაფერია