მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გრეტა წიწავა: საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი გაჯერებულია ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით - საზოგადოება ხედავს, ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე
გრეტა წიწავა: საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი გაჯერებულია ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით - საზოგადოება ხედავს, ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე

იმედი|imedinews.ge

გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ყველა კარგად ხედავს, განსაკუთრებით, ბოლო წლები, თუ რაოდენ დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი რეგიონი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყო და არის გაჯერებული ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გრეტა წიწავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც წიწავამ აღნიშნა, „ურმის გადაბრუნების გარეშე, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გაანალიზებით, ვხედავთ სწორ გზას და ამ გზაზე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ.“ ამასთან, მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, თუ ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, ხალხი ხედავს პოლიტიკურად თანმიმდევრული ვინ არის. ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სოფლებში და ქალაქებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რა თქმა უნდა არის გამოწვევები, მაგრამ არის მასზეც ადეკვატური პასუხი და სათანადოდ რეაგირება. არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც არ აქვს გამოწვევა და ჩვენც ამ მსოფლიოს ნაწილი ვართ.

დიახ, ხალხი ხედავს ვინ როგორ იცავს საქართველოს ინტერესებს სხვადასხვა პლატფორმაზე. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ყველგან ცდილობს ჩვენი ქვეყნის და ინსტიტუციების იმიჯი შელახოს და „ქართული ოცნება“ - რომლისთვისაც საქართველოს ინტერესი და მისი სუვერენიტეტის დაცვა არის უმთავრესი და უპირველესი.

დასასრულს, საქართველო კი იმსახურებს ნამდვილად უკეთეს ქუჩის ოპოზიციას, მაგრამ გვაქვს ასეთი მოცემულობა - რაცაა ესაა, რომელიც ერთმანეთს უმტკიცებს, ვისი „ბაბლი“ უფრო ნაყოფიერია კლავიატურის კაკუნში. „ქართული ოცნების“ გუნდი კი, ტრადიციულად, ხალხს ხვდება, სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, ისმენს მადლიერებას, გამოწვევასაც და ახალ სურვილებს, საჭიროებისამებრ, ხალხთან ერთად განიხილავს. ამიტომაც არის არჩევნებზე არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივი - ვინ როგორია, ყველაფერი დღესავით ნათელია,“ - განაცხადა გრეტა წიწავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი