მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება და ბოლო პერიოდში ვაშინგტონიდან აღარ ისმის ის კრიტიკული განცხადებები, რომლებიც ადრე რეგულარულად კეთდებოდა.

მისი თქმით, მთავარი შეფასების კრიტერიუმი რეალური შედეგია და სწორედ შედეგები აჩვენებს, რომ ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის.

„რეალური შედეგი რაც არის, ის უნდა განვიხილოთ და ეს შედეგი გვაქვს. წელიწად-ნახევრის წინ შეერთებული შტატებიდან ისმოდა არასამართლიანი განცხადებები, იყო უარგუმენტო კრიტიკა და არასწორი მიდგომები - ხან კვირაში ერთხელ, ხან ყოველდღე. შტატების ელჩი პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას - რუსეთი თუ შემოიჭრება, გამოცდილება გაქვთ, პარტიზანული ბრძოლა დაიწყეთ, ათი ათასი კაცი დაიღუპებაო. ახლა კი ასეთი განცხადებები აღარ არის.

ასევე, ბაიდენის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებდა ამერიკის მოქალაქეებს - ნუ ღელავთ, ჩვენი ჯარისკაცები ოჯახებში არიან და უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის ფასად ამერიკული სამხედრო ინდუსტრია წინ მიდისო. გერმანიის მოქმედი კანცლერის განცხადებაც იგივეა - რომ არა უკრაინის ომი, გერმანიის სამხედრო ინდუსტრია ვერ გაიზრდებოდაო. ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით, როდესაც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მათ ზრახვებზე ვსაუბრობდით.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებულია - არათუ აღარ არის არასამართლიანი განცხადებები, არამედ მათი დელეგაცია ჩამოდის საქართველოში, ჩვენი დელეგაცია ვიზიტით მიდის შეერთებულ შტატებში - ეს არის პოლიტიკა. ბუნებრივია, შტატებს თავისი ინტერესი ექნება, ჩვენ კი - ჩვენი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ არასამართლიანი განცხადებებით.

ჩვენს განცხადებებს ანტიამერიკულს არქმევდნენ, როცა ვეკითხებოდით ამერიკას, რატომ გვირტყამდნენ უმიზეზოდ; განვუმარტავდით, რომ არ ვიყავით ამის ღირსი და პირიქით, ჩვენი სამხედროები პროცენტულად ყველაზე მაღალი წილით მონაწილეობენ მისიებში, ამ დროს კი ჩვენს შესახებ არასამართლიან განცხადებებს ავრცელებდნენ.

დღეს ვხედავთ, რომ ამერიკასთან ურთიერთობები მიდის დალაგებისკენ. როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი რობერტ სტურუაზე: მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია. მან შექმნა უნიკალური მხატვრული სამყარო, რომელმაც ქართული კულტურა კიდევ მეტად გააცნო მსოფლიოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი