
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა, აქედან გამომდინარე, გარკვეული დრო იყო საჭირო, რომ საქართველოსთან გადატვირთვის ურთიერთობები ნელ-ნელა დაწყებულიყო და ეს არის ზუსტად ბუნებრივი შედეგი
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ სამადლობელ წერილს ეხმიანება.
„ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა, აქედან გამომდინარე, გარკვეული დრო იყო საჭირო, რომ საქართველოსთან გადატვირთვის ურთიერთობები ნელ-ნელა დაწყებულიყო და ეს არის ზუსტად ბუნებრივი შედეგი, როდესაც ჩვენი დელეგაციები ჩადის აშშ-ში, იქიდან ჩამოდიან საქართველოში. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია სახელმწიფო მდივანმა, რაც იმას ნიშნავს პირდაპირი გაგებით, რომ სწორედ ეს ბუნებრივი პროცესი ხდება. ანუ, აღდგენა იმ სტრატეგიული ურთიერთობების, რაც სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციამ დააზიანა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ვინც საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებს და პატივისცემით მოექცევა, რა თქმა უნდა, ყველასთან გვექნება ძალიან სწორი და სტრატეგიული ურთიერთობები“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.

