მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, გამოდის, ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები ქმნიან ამინდს
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, გამოდის, ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები ქმნიან ამინდს

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, გამოდის, ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები ქმნიან ამინდს

იმედი|imedinews.ge

ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დეფიციტი დაასახელა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პროდუქციაზე მაღალი ფასების არსებობის ერთ-ერთ მიზეზად. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როცა ბაზარზე რამდენიმე კომპანია დომინირებს, გამოდის, რომ ფასებს არა ბაზარი, არამედ სწორედ ეს კომპანიები განსაზღვრავენ.

სწორედ ამიტომ, გურამ მაჭარაშვილი მართებულად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან ანტიმონოპოლიური სამსახურის სახით პოზიტიური ჩარევის უზრუნველყოფას. მისი თქმით, სწორედ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა უნდა შეისწავლოს ბაზარი, რაც შემდგომში განაპირობებს ჯანსაღ კონკურენციას.

„ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს პოზიცია, რაც თავიდანვე გვქონდა - ხშირ შემთხვევაში ჯანსაღი კონკურენცია ბაზარზე, არ არის. კომისიის საქმიანობისას გამოიკვეთა, რომ რამდენიმე კომპანია, რომელიც ამა თუ იმ სეგმენტში ქმნის ამინდს, ამბობს, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, რომელიც ფასებს განსაზღვრავს, გამოდის, რომ ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები განსაზღვრავენ ფასებს.

ამიტომ, ჩვენ გვაქვს შემდეგი პოზიცია - სახელმწიფო უწყებამ, ამ შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა (იქნება ეს ახალი უფლებებით, თუ ძველი, მაგრამ გაუმჯობესებული შესაძლებლობებით), უნდა უზრუნველყოს საქართველოში ჯანსაღი კონკურენცია. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, კომისიაზე ჩვენ დავინახეთ, რომ ბაზრის ზოგიერთმა მოთამაშემ ეს პირდაპირ თქვა და ზოგმა ვერ გაბედა გარკვეული მიზეზების გამო და ეს გასაგებია, იმიტომ, რომ შესაძლოა მომავალში პრობლემები შეჰქმნოდა მსხვილ პარტნიორებთან. მიუხედავად ამისა, მკაფიოდ გამოვლინდა ის, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით ჯანსაღი კონკურენცია არ არის. ამიტომ, ეს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ უნდა დაარეგულიროს. მე პოზიტიურ ჩარევას ვგულისხმობ, რაც ჯამში უზრუნველყოფს შემდგომ ამ ფასების რეგულაციას. ჩვენ ამაში ვხედავთ გამოსავალს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს

გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს

იმედი

ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე

ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე

იმედი

კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიმციროს თავი მოსკოვისთვის მოლაპარაკებების ხვეწნით

კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიმციროს თავი მოსკოვისთვის მოლაპარაკებების ხვეწნით

იმედი

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-ისრაელი-ირანის ომში სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელმაც ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი შუამავლის როლი

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-ისრაელი-ირანის ომში სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელმაც ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი შუამავლის როლი

იმედი