
გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით იქნება საკმაოდ ეფექტური ამ საკითხების როგორც გადაწყვეტა, ასევე სამომავლოდ დაგეგმვა, თუ როგორ შეიძლება, რომ უფრო უკეთესად მოვუაროთ და განვავითაროთ რეგიონები
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასა და აღნიშნულ თანამდებობაზე მომავალში მამუკა მდინარაძის მუშაობის მოსალოდნელ ეფექტს აფასებს.
„ჩვენ - „ხალხის ძალას“ არაერთხელ დაგვიყენებია ეს საკითხი, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომლებიც ჩერდებოდა და გარკვეულ ბიუროკრატიას ექვემდებარებოდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით იქნება საკმაოდ ეფექტური ამ საკითხების როგორც გადაწყვეტა, ასევე სამომავლოდ დაგეგმვა, თუ როგორ შეიძლება, რომ უფრო უკეთესად მოვუაროთ და განვავითაროთ რეგიონები”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. განცხადება პრემიერ-მინისტრმა 29 ივლისს გააკეთა.
იმედი
წყარო: imedinews.ge