მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, პირნათლად შესრულდებოდა
გურამ მაჭარაშვილი: რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, პირნათლად შესრულდებოდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს უახლესი ისტორიისათვის გარდამტეხ თარიღად აფასებს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, სწორედ ამ თარიღმა განსაზღვრა ქვეყნის სწორად განვითარება.

გურამ მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვან პროცესებს ჩაუყარა საფუძველი, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს 1-ელი ოქტომბერი, რადგან ეს დღე უახლოეს ისტორიაში ჩაიწერა გარდამტეხ თარიღად, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს სწორად განვითარებას. რა თქმა უნდა, ამ დღეს ვულოცავ მთავარ შემოქმედს - ბიძინა ივანიშვილს, ქართველ საზოგადოებას, 2012-იანელებს, იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმოადგენდნენ და იბრძოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ, რათა ის პოლიტიკურ წარსულს ჩაბარებოდა. რომ არა ეს დღე და რომ არა არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფება, სამწუხაროდ, უკრაინა - საომარ ვითარებაში.

2022 წელს „ხალხის ძალამ“ საზოგადოებას დავანახეთ ის რეალობა, რომელსაც ქვეყანას ევროდემოკრატია, „დიფ სთეიტი“ და გლობალური ომის პარტია უპირებდა. ეს არ იყო მარტივი საკითხი. უნდა დაგვერწმუნებინა საზოგადოება, რომ უცხოეთიდან საქართველოში აპირებდნენ მეორე ფრონტის გახსნას (ეს მცდელობა დღემდე გრძელდება), ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციური სცენარების განვითარებას ხელისუფლების შესაცვლელად და ა.შ. რომ არა 2012 წლის პირველი ოქტომბერი, სამწუხაროდ, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, ყველაფერი პირნათლად შესრულდებოდა ისევე, როგორც ეს სრულდება იმ ქვეყნებში, სადაც ევრობიუროკრატიას თავისი ხელისუფლება ჰყავს.

ასე რომ, 1-ელი ოქტომბერი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. 14 წლისთავზე ვიტყოდი იმასაც, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი და გასაკეთებელი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ

ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ

იმედი

Euronews: ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა

ქალაქ ნიცის მერი: ვანდალების მშობლებმა უნდა გადაიხადონ ლიცეუმებისთვის მიყენებული ზიანის აღდგენის ხარჯები - თუ ისინი სარგებლობენ სოციალური დახმარებებით ან მუნიციპალური საცხოვრებლით, ეს შეღავათები უნდა შეუწყდეთ და ჩამოერთვათ

ბაჩო ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს