მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკა თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განსაზღვრავს და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა რეგიონში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ქვეყანა, სადაც ომი იქნებოდა, არავის არაფერში დასჭირდებოდა“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ეკონომიკური ინტერესები ხშირად გადამწყვეტ ფაქტორად რჩება, ხოლო საქართველოს სტაბილურობა და გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნის პოზიციებს აძლიერებს.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკა თითქმის ყველა საკითხს განსაზღვრავს. ამიტომ, დიფ სთეითის ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო იყოს ჩვენს რეგიონში სუსტი, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში ევროპის ქვეყნებისთვის რაიმე სარგებელი იქნება ჩვენი ეკონომიკური ჰაბიდან და საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზებიდან, ამ ფაქტორს გაითვალისწინებენ.

ავიღოთ დიდი ბრიტანეთის მაგალითი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ალაპარაკდა და უკვე ორჯერ მოუხსნა სანქციები ნავთობთან დაკავშირებულ მიმართულებებს. ასევე, ევროკავშირის ბევრმა წევრმა ქვეყანამ უკვე აღადგინა რუსეთთან ურთიერთობები, რადგან ეს მათ საზოგადოებას დასჭირდა.

საქართველოს შემთხვევაში განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება ის, რომ ქვეყანა ფეხზე დგას და გეოგრაფიულად მნიშვნელოვან პოზიციაზეა. ეს იქნება ერთ-ერთი განმაპირობებელი მოლაპარაკებებში, რაც ასევე პოლიტიკურ სტაბილურობას მოიტანს.

ჩვენ ამას ვამბობდით - ქვეყანა, სადაც ომი იქნებოდა, არავის არაფერში დასჭირდებოდა. დასვამდნენ თავიანთ ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე მიიღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი