მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ ნიკოლაშვილი: ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი მაინც ქვეითისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქია
გურამ ნიკოლაშვილი: ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი მაინც ქვეითისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქია

გურამ ნიკოლაშვილი: ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი მაინც ქვეითისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქია

იმედი|imedinews.ge

ავტომობილის საკუთრებაში ფლობა, გაჩერება და გადაადგილება - ეს ერთი მთლიანი საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი მაინც ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქია, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად დედაქალაქში არასაკმარისი საპარკინგე ადგილების შესახებ.

მისი განცხადებით, ქალაქში უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და მიმდინარეობს სატრანსპორტო რეფორმა, რაც ნიშნავს, რომ ქალაქი ქვეითისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული უნდა იყოს.

„რაც უფრო მეტ ადამიანს ეყოლება მანქანა, თავისთავად კარგია. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილების გაჩერების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ რესურსი არის შეზღუდული. ყველა მანქანას ეს ქუჩები ვერ გაატარებს და აქ უპირატესობა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტს ენიჭება“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო მიმართულებით რეფორმები ქალაქში სწორედ ამ პრინციპით მიმდინარეობს და წარიმართება მომავალში.

„ამ განცხადების შინაარსი სწორედ ის არის, რომ ჩვენს საზოგადოებას თანდათან ის მარტივი ჭეშმარიტება ავუხსნათ, თუ რა არის კერძო საკუთრება და რას ნიშნავს საზოგადოებრივი, საჯარო ინტერესი“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

საკრებულოს წევრმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ დღეს საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, რომლის ხსენების დღეც არის.

„215 წელი გავიდა ამ დიდი მოღვაწის დაბადებიდან. დაზუსტებული თარიღით, ის დაიბადა 1811 წლის ძველი სტილით 14 აპრილს, ახალი სტილით კი მისი დაბადების დღე სწორედ დღეს, 27 აპრილსაა და ეს დღეს ამ ისტორიულ დარბაზში ნამდვილად უნდა აღგვენიშნა “, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

„ავტომობილის საკუთრებაში ფლობა, გაჩერება და გადაადგილება - ეს ერთი მთლიანი საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი მაინც ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქია“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად დედაქალაქში არასაკმარისი საპარკინგე ადგილების შესახებ.

მისი განცხადებით, ქალაქში უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და მიმდინარეობს სატრანსპორტო რეფორმა, რაც ნიშნავს, რომ ქალაქი ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული უნდა იყოს.

„რაც უფრო მეტ ადამიანს ეყოლება მანქანა, თავისთავად კარგია. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილების გაჩერების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ რესურსი არის შეზღუდული. ყველა მანქანას ეს ქუჩები ვერ გაატარებს და აქ უპირატესობა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტს ენიჭება“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო მიმართულებით რეფორმები ქალაქში სწორედ ამ პრინციპით მიმდინარეობს და წარიმართება მომავალში.

„ამ განცხადების შინაარსი სწორედ ის არის, რომ ჩვენს საზოგადოებას თანდათან ის მარტივი ჭეშმარიტება ავუხსნათ, თუ რა არის კერძო საკუთრება და რას ნიშნავს საზოგადოებრივი, საჯარო ინტერესი“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

საკრებულოს წევრმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ დღეს საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, რომლის ხსენების დღეც არის.

„215 წელი გავიდა ამ დიდი მოღვაწის დაბადებიდან. დაზუსტებული თარიღით, ის დაიბადა 1811 წლის ძველი სტილით 14 აპრილს, ახალი სტილით კი მისი დაბადების დღე სწორედ დღეს, 27 აპრილსაა და ეს დღეს ამ ისტორიულ დარბაზში ნამდვილად უნდა აღგვენიშნა“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

ირაკლი კირცხალია: მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

იმედი

მერცი: შეგვიძლია დახმარების გაწევა, მაგრამ ჯერ საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს - ირანელები აშკარად იმაზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ეგონათ, ხოლო ამერიკელებს, როგორც ჩანს, დამაჯერებელი მოლაპარაკებების სტრატეგია არ გააჩნიათ

საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროკავშირის ელჩის შეხვედრა „ქრონიკის“ სიუჟეტში

საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროკავშირის ელჩის შეხვედრა „ქრონიკის“ სიუჟეტში

იმედი

ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებმა უკვე ახლა უნდა დაგეგმონ თავიანთი მოქმედებები იმ პერიოდისთვის, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ასევე რუსეთთან ურთიერთქმედების მოდელი

ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებმა უკვე ახლა უნდა დაგეგმონ თავიანთი მოქმედებები იმ პერიოდისთვის, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ასევე რუსეთთან ურთიერთქმედების მოდელი

იმედი