
გურამ ნიკოლაშვილი: ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მკაფიო ნიმუში პოლიტიკური რეციდივიზმისკენ მიდრეკილი ელენე ხოშტარიასგან მივიღეთ - შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოების ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით პროვოცირების კამპანიებს სწორედ ხოშტარია უდგას ხოლმე სათავეში, რომელიც ამავე დროს სწორედ ოკუპანტი ქვეყნის უწყვეტი დაფინანსებით საზრდოობს
რეალობა გვიჩვენებს, რომ ფაშიზმი, როგორც უკიდურესად რეაქციული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია შოვინიზმი, რასიზმი, ქსენოფობია და სიძულვილი, მშვენივრად ხარობს ფსევდო-ლიბერალურ გარემოში. ერთი ასეთი ნიმუში რამდენიმე დღის წინ უკვე შემოგვთავაზა “მკვლევარმა” ქალმა, რომელიც საბჭოთა რეჟიმისა და სისტემის მხილებაში იღებს დონორთა გრანტებს და გვითხრა, რომ კაცის მიერ ქალზე ძალადობას შეიძლება ჰქონდეს ეთნიკური გამონაკლისი, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი „რესტორანში ხინკალს არ უნდა ჭამდეს“, რომ მის მიმართ უნდა განხორციელდეს „სოციალური ზეწოლა“ და „სოციალური იზოლაცია“, გარდა იმისა, რომ ფაშიზმის მკაფიო გამოვლინებაა, ის ახალისებს გადამდები სიძულვილის დათესვასაც. ნიკოლაშვილი მიიჩნევს, რომ შემთხვევითი არც ისაა, რომ ხოშტარია, რომელიც ოკუპანტი ქვეყნისგან ფინანსდება, საზოგადოების ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით პროვოცირების კამპანიებს უდგას სათავეში.
„ლიბერალური ფაშიზმით განმსჭვალული „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
ბევრი ადამიანი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ტერმინი ლიბერალური ფაშიზმი არამართებული და წინააღმდეგობრივია, რომ ფაშიზმი თავის დროზე დამარცხდა იმ ძალების მიერ, რომლებიც ლიბერალურ ღირებულებებს ემყარებოდა და ამდენად, ეს ორი ცნება შეუთავსებელია.
თუმცა, რეალობა გვიჩვენებს, რომ ფაშიზმი, როგორც უკიდურესად რეაქციული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია შოვინიზმი, რასიზმი, ქსენოფობია და სიძულვილი, მშვენივრად ხარობს ფსევდო-ლიბერალურ გარემოში. ერთი ასეთი ნიმუში რამდენიმე დღის წინ უკვე შემოგვთავაზა “მკვლევარმა” ქალმა, რომელიც საბჭოთა რეჟიმისა და სისტემის მხილებაში იღებს დონორთა გრანტებს და გვითხრა, რომ კაცის მიერ ქალზე ძალადობას შეიძლება ჰქონდეს ეთნიკური გამონაკლისი. ქართველმა კაცმა ქართველს არ უნდა დაარტყას, თორემ სხვა ეროვნებაზე ეს დასაშვებია. ამავე დროს ეს ადამიანი დაფინანსებას იღებს ისეთი გერმანული დონორისგან, როგორიცაა გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის შემსწავლელი ფედერალური ფონდი.
ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მკაფიო ნიმუში კი პოლიტიკური რეციდივიზმისკენ მიდრეკილი ელენე ხოშტარიასგან მივიღეთ, რომელიც მომსახურების სფეროს ბიზნესს მოუწოდებს ადამიანთა დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით ჩაიდინონ და მოქალაქეები შეურაცხყონ.
მისი ნათქვამი, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი „რესტორანში ხინკალს არ უნდა ჭამდეს“, რომ მის მიმართ უნდა განხორციელდეს „სოციალური ზეწოლა“, „სოციალური იზოლაცია“ და „ნების გამოხატვის ყველა ფორმა“ უნდა იყოს მის წინააღმდეგ კონცენტრირებული, გარდა იმისა რომ ფაშიზმის მკაფიო გამოვლინებაა, ის ახალისებს გადამდები სიძულვილის დათესვასაც, რომლის გამოვლინებასაც შემდეგ ვხედავთ სხვადასხვა კონფლიქტურ სურათებში.
შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოების ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით პროვოცირების კამპანიებს სწორედ ქალბატონი ხოშტარია უდგას ხოლმე სათავეში, რომელიც ამავე დროს სწორედ ოკუპანტი ქვეყნის უწყვეტი დაფინანსებით საზრდოობს. სწორედ ამ მავნებლური რეციდივების აღსაკვეთად მივიღეთ კანონი, რომელიც არ დაუშვებს მსგავს დისკრიმინაციას,“ - წერს ნიკოლაშვილი.
როგორც ის მიიჩნევს, ავტორიტარული იდეოლოგიებისთვის დამახასიათებელი რიტორიკა იმ ადამიანებისგან გვესმის, რომლებიც საკუთარ თავს „ლიბერალური ღირებულებების“ დამცველებად წარმოაჩენენ, მაგრამ მათ ლიბერალიზმთან საერთო არაფერი აქვთ. ნიკოლაშვილის შეფასებით, მათი ფრაზა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ შესახებ ნიშნავს მათ წარმოდგენაში არსებულ შედეგს, რომელსაც ხალხის ნება უნდა მოერგოს.
„დემოკრატია აღიარებს მოქალაქეთა პოლიტიკურ თანასწორობას. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო არც სამსახურში, არც რესტორანში, არც ქუჩაში და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისკრიმინაციას არ დაექვემდებაროს.
პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გამოყოფა, მათი მომსახურებაზე უარის თქმა, საზოგადოებრივი ბოიკოტისა და იზოლაციის ორგანიზება დემოკრატიული კულტურის ნაწილი ვერ იქნება. ეს არის კოლექტიური დასჯის ლოგიკა - ადამიანი ფასდება არა საკუთარი ქმედებით, არამედ იმით, ვის მისცა ხმა.
ისტორია გვასწავლის, რომ ავტორიტარული იდეოლოგიები ყოველთვის იწყებდნენ საზოგადოების დაყოფით - „ჩვენებად“ და „სხვებად“. შემდეგ მოდიოდა მათი საზოგადოებრივი გარიყვა, უფლებების შეზღუდვა და დეჰუმანიზაცია. განსხვავებული იყო ნიშნები - ეთნიკური, რელიგიური, კლასობრივი თუ პოლიტიკური - მაგრამ მექანიზმი ერთი იყო: მოქალაქე აღარ აღიქმება თანასწორ ადამიანად, არამედ „არასწორი“ ჯგუფის წარმომადგენლად.
ეს რიტორიკა იმ ადამიანებისგან გვესმის, რომლებიც საკუთარ თავს „ლიბერალური ღირებულებების“ დამცველებად წარმოაჩენენ, მაგრამ მათ ლიბერალიზმთან საერთო არაფერი აქვთ. მათი ფრაზა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ შესახებ ნიშნავს მათ წარმოდგენაში არსებულ შედეგს, რომელსაც ხალხის ნება უნდა მოერგოს. ეს ფრაზა წარმოადგენს კოდს და იშიფრება როგორც “არ აქვს მნიშვნელობა ხალხის არჩევანს - წადი”. ამგვარი ავტორიტარული მიდგომა ყოველთვის მთავრდება მოწოდებით, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეს საზოგადოებაში ადგილი არ ჰქონდეს.
დემოკრატია არჩევნებში გამარჯვებასაც აღიარებს და დამარცხებასაც. დემოკრატია იცავს ოპონენტის უფლებებსაც. ხოლო სადაც მოქალაქის პოლიტიკური არჩევანი მისი საზოგადოებრივი დევნის საფუძველი ხდება, იქ თავისუფლებას ავტორიტარიზმი ანაცვლებს.
საქართველომ ავტორიტარიზმის სენი უკვე მოიხადა. დღეს კი პოლიტიკური რეციდივისტები რევანშს ავტორიტარიზმითა და ლიბერალური-ფაშიზმით გვიპირებენ და თან უკვირთ, რატომ მარცხდებიან,“ - წერს გურამ ნიკოლაშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge