
გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
იმედი|imedinews.ge
ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მან არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი მაგომედომარ მაგომედომაროვი დაამარცხა.
„ლოზანის „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი მაგომედომარ მაგომედომაროვი დაამარცხა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge