მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

იმედი|imedinews.ge

1 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნიდან მაღალი და საშუალო ხარისხის 133 884 ტონაა (99,2%), ხოლო მკვახე და უხარისხო - 1 116 ტონა (0,8%). ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„კახეთში ყურძნის მოსავალი 9 800 მევენახემ დააბინავა.

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია.

მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათას ტონამდეა.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კახეთში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • თბილისსა და კახეთში უნაღდო დანახარჯები გაიზარდა - ტურიზმის პულსიBM.GE
  • კახეთში შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინატვ პირველი
  • კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდარუსთავი 2
  • არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე კაცი დააკავესნეტგაზეთი
კახეთში →ყურძნის →

მსგავსი სტატიები

დავით მათიკაშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მონე მოვლენა საქართველოს ისტორიაში

დავით მათიკაშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მონე მოვლენა საქართველოს ისტორიაში

იმედი

რატი იონათამიშვილი: 1 ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს

POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს

POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს

იმედი

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

იმედი