მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. HBO-მ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა
HBO-მ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა

HBO-მ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა

იმედი|imedinews.ge

სტრიმინგ სერვისმა HBO პოპულარული სერიალის, „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის თრეილერი წარადგინა. ვიდეო HBO Max-ის ოფიციალურ YouTube-არხზე გამოქვეყნდა.

სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.

ახალი სეზონის პრემიერა 2026 წლის 21 ივნისს არის დაგეგმილი. ის 8 ეპიზოდისგან შედგება.

სერიალის შემქმნელებმა მანამდე განაცხადეს, რომ ეკრანებზე „დრაკონის სახლის“ მეოთხე სეზონიც გამოვა, რომელიც ფინალური იქნება.

„დრაკონის სახლის“ პირველი სეზონის პრემიერა 2022 წლის 21 აგვისტოს შედგა. სიუჟეტი ჯორჯ მარტინის რომანზე „ცეცხლი და სისხლი“ არის დაფუძნებული. სერიალი გამოგონილ სამყაროში - ვესტეროსში ტარგარიენების სამეფო დინასტიის წევრებს შორის სამოქალაქო ომზე მოგვითხრობს, რომელიც „დრაკონების ცეკვის“ სახელით არის ცნობილი. მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ სიუჟეტამდე თითქმის 200 წლით ადრე ვითარდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი