მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჰეგსეტის განცხადებით, ვაშინგტონმა შესაძლოა ჯარების ნაწილი ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში გადაისროლოს
ჰეგსეტის განცხადებით, ვაშინგტონმა შესაძლოა ჯარების ნაწილი ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში გადაისროლოს

ჰეგსეტის განცხადებით, ვაშინგტონმა შესაძლოა ჯარების ნაწილი ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში გადაისროლოს

იმედი|imedinews.ge

აშშ-მა შესაძლოა ნარკოკარტელებთან საბრძოლველად ჯარების ნაწილი ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში გადაისროლოს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა. მისი თქმით, ვაშინგტონი ნარკოტრაფიკთან ბრძოლის მიზნით, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში სამხედრო ყოფნას აფართოებს და ამ კამპანიის ფარგლებში რეგიონის ქვეყნების - ეკვადორის, ჰონდურასის, გვატემალასა და პანამის მთავრობებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

აშშ ვარაუდობს, რომ ევროპელი მოკავშირეები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. გამოცემა The Hill-ის ცნობით, პენტაგონში ამჟამად ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის მასშტაბური გადახედვა მიმდინარეობს. პროცესი დეკემბერში უნდა დასრულდეს.

სექტემბერში ტელეკომპანია NBC News-ი იუწყებოდა, რომ აშშ-მა შესაძლოა ევროპიდან ამერიკული კონტინგენტის თითქმის მესამედი გაიყვანოს, რაც 25 ათასზე მეტ ამერიკელ სამხედროს შეეხება. ტელეკომპანიის ცნობით, ასეთ მასშტაბურ ზომებს ვაშინგტონი ნატოს მოკავშირეების იმ გაფრთხილებების ფონზე განიხილავს, რომლებიც ევროპაში რუსული აგრესიის ზრდის საფრთხეზე მიუთითებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთში უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

იმედი

დედაქალაქში სახალხო ზეიმი „თბილისობა 2026“ გრძელდება

დედაქალაქში სახალხო ზეიმი „თბილისობა 2026“ გრძელდება

იმედი

ლატვიის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა, რომელიც სეიმში ადგილების ისტორიულად რეკორდულ რაოდენობას მიიღებს

ლატვიის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა, რომელიც სეიმში ადგილების ისტორიულად რეკორდულ რაოდენობას მიიღებს

იმედი

„სოფიკო 90“ - ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსენეს

„სოფიკო 90“ - ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსენეს

იმედი