მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჰეკატეს ბაღი - ახალი კონცეპტუალური სივრცე შეკვეთილში
ჰეკატეს ბაღი - ახალი კონცეპტუალური სივრცე შეკვეთილში

ჰეკატეს ბაღი - ახალი კონცეპტუალური სივრცე შეკვეთილში

იმედი|imedinews.ge

შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ახალი კონცეპტუალური სივრცე - „ჰეკატეს ბაღი“ გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც ბაღი, გასტრონომია, მცენარეთა კულტურა და დიზაინი ერთიან გამოცდილებად იქცევა. „ჰეკატეს ბაღი“ შექმნილია იმ იდეით, რომ ბუნებასთან ურთიერთობა მხოლოდ დასვენება კი არა, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს. სივრცის კონცეფცია აერთიანებს ცოცხალ სათბურს, მცენარეებით შთაგონებულ სამზარეულოს, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ სასმელებს, ჩაის კოლექციას, არომატულ პროდუქტებსა და სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას. პროექტის მიზანია შეკვეთილს კიდევ ერთი განსხვავებული, საინტერესო დანიშნულების ადგილი შესძინოს — „ჰეკატეს ბაღი“ უკვე მასპინძლობს პირველ სტუმრებს, ხოლო უახლოეს პერიოდში სივრცეში გაიმართება საგანმანათლებლო ვორქშოფები სივრცის კონცეფცია ჰეკატესა და მედეას მითოლოგიურ სამყაროს ეხმიანება. ბაღში მოწყობილია მედეას კუთხე, სადაც წარმოდგენილია მცენარეები და ისტორიები, რომლებიც ქართულ მითოლოგიურ მემკვიდრეობასთან ასოცირდება. ამგვარად, „ჰეკატეს ბაღი“ მითოლოგიას თანამედროვე ინტერპრეტაციით აცოცხლებს და კულტურულ ნარატივს ბუნებასა და გასტრონომიასთან აკავშირებს. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია სათბური, სადაც სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეები იზრდება. „ჰეკატეს ბაღის“ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ სათბური, გაეცნონ მცენარეების მრავალფეროვნებას და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ მათთვის სასურველი ნერგებიც. ამგვარად, სივრცეში მიღებული გამოცდილება მხოლოდ ვიზიტით არ სრულდება — სტუმრებს ბაღის ნაწილი საკუთარ სახლშიც მიაქვთ. ჰეკატეს ბაღში სტუმრობა, მსურველებს ყოველდღე, 14:00-00:00 საათებში შეუძლიათ.

კომპანია “სთარინგ ჯორჯიას” პროექტები ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტრიაშვილის ქ. N14-ში მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდება

პეტრიაშვილის ქ. N14-ში მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდება

იმედი

გიორგი ვოლსკი: უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია, ეს ხდება მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, აქედან გამომდინარე, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი ჰკარნახობს, ის შეასრულეს, რაც უკარნახეს, როცა რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო

გიგი წერეთელი: მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა. საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების დანახება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლა - ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა

Reuters: ტრამპის ეჭვების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

Reuters: ტრამპის ეჭვების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

იმედი