მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევაზე: დადასტურდა, რომ ე.წ. ბოიკოტობანა ქართველ ხალხს არ მოსწონს და იმ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს მოუწოდებდნენ, ფაქტობრივად, რეიტინგები გაუნულდათ - რჩევაა, დაიშალონ, გაქრნენ, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს იმ ტყუილებისთვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ
იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევაზე: დადასტურდა, რომ ე.წ. ბოიკოტობანა ქართველ ხალხს არ მოსწონს და იმ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს მოუწოდებდნენ, ფაქტობრივად, რეიტინგები გაუნულდათ - რჩევაა, დაიშალონ, გაქრნენ, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს იმ ტყუილებისთვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ

იმედი|imedinews.ge

მე არ ვყოფილვარ ამ შეხვედრაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას გააცნეს და რომ არ მოეწონათ, სწორედ ამის გამო მოხდა, ალბათ ამ კვლევის გვერდზე გადადება, - განუცხადა „იმედის კვირას“ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას.

„იმედის კვირა“ დაინტერესდა, აღნიშნული კვლევის შედეგები ავტორებმა გააცნეს თუ არა ოპოზიციას და ესწრებოდა თუ არა შეხვედრას ხვიჩია.

„ზოგადად, სულ ვრცელდებოდა-ხოლმე. თავიდან ასე იყო, რომ ეს კვლევები მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს ეცნობებოდათ და მერე ეს რაღაც მექანიზმებით გარეთ ჟონავდა. თითქოს, ეს არსებული პრაქტიკა არის და მგონი, ახლაც ამ შემთხვევაშიც იგივე წესია. უბრალოდ, ადრე სხვა ოპოზიციური პარტიები აფრიალებდნენ ამას, ვისაც ასე თუ ისე ამ კვლევის შედეგები აწყობდა. ახლა ამ კვლევის შედეგები შეიძლება, არც არავის აწყობდეს ოპოზიციაში. ალბათ, ჩვენ ვართ ერთადერთი გამონაკლისი, ვისაც ზრდა აქვს ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენც არ ვართ მაინცდამაინც დიდი ნდობით აღვსილი ასეთი კვლევის მიმართ, რადგან ზოგადად შიგნით ბევრ უზუსტობას ვხედავთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევაში „კარგიც არის, მათ შორის ოპოზიციისთვის ის, რომ დადასტურდა, ე.წ. ბოიკოტობანა ქართველ ხალხს არ მოსწონს.

„მე მგონი, ამ კვლევითაც დადასტურდა - ყოველ შემთხვევაში თუ მის ტენდენციებს დავიჯერებთ, რომ ე.წ. ბოიკოტობანა, რომელიც თავს მოახვია ქართველ ხალხს ოპოზიციამ ამ პერიოდის განმავლობაში და კამპანიას უწევდა იმას, რომ ვინც ბოიკოტში არაა, ქვეყნის მოღალატეა და ასე შემდეგ, ქართველ ხალხს არ მოსწონს და იმ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ, ფაქტობრივად, რეიტინგები გაუნულდათ.

გამოსავალი არის სინანულში, მაგრამ ვინაიდან, ამ სინანულის ძალას ვერ ვხედავ ჩვენს კოლეგებში, არ არიან ისინი ასე ღვთისნიერი ხალხი, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ჩემი რჩევა იქნებოდა, რა რჩევა ესაა, მაგრამ დაიშალონ, გაქრნენ, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს იმ ტყუილებისთვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ და იმ პოლიტიკური პროცესის განადგურებისთვის, რაც ჩაიდინეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

როგორც ცნობილია, გასულ კვირაში გავრცელდა IRI-ის კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს - პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხალხის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • აფხაზებსა და ქართველებს შორის დიდი კავშირი არსებობს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ აფხაზს რომც მოუნდეს ჩვენთან ურთიერთობა, რუსები არ აძლევენ ნებას, რეჟიმი ყველანაირად ცდილობს ხალხს პირდაპირ აუკრძალოს ქართველებთან ურთიერთობა - მიხეილ კვატაშიძერუსთავი 2
  • საფრანგეთს საელჩო: ამ ხსოვნის დღეს, საფრანგეთი ქართველი ხალხის გვერდით დგასფორმულა
  • დარიალის ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემის სიგნალის შემდეგ, საბაჟოდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. მოძრაობა შეზღუდულია | შსსBM.GE
  • TI-საქართველო: „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებსნეტგაზეთი
ხალხის →

მსგავსი სტატიები

ლევან მეხუზლა: წლევანდელი ღვინოები იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული. პატრიოტიზმი ჩვენს შემთხვევაში გადის იმაზე, რომ გვქონდეს საუკეთესო ღვინო და გლობალურ ბაზარზე ჩვენი სამშობლო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ

დავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება ღვინის მოხმარება მსოფლიო ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ ასეთ ცვალებად გარემოში ქართული ღვინო დარჩეს კონკურენტუნარიანი, ქართული ღვინო აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და შესაბამისად ეს იყო მთავარი ამოცანა

პეტრე მამრაძე: ჩვენი ხელისუფლების პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ აბსოლუტურად ობიექტური და პოლიტიკურად კორექტულ ფორმაში გამოხატული იყო, რადგან რაც სინამდვილეში ხდებოდა, ეს ყველა ნორმალურ, ადამიანურ ზღვარს სცილდებოდა. ვგულისხმობ კანონს გამჭვირვალობის შესახებ

პეტრე მამრაძე: ცნობილი სიტყვებია, ევროკავშირი გეოპოლიტიკური ჯუჯაა, მაგრამ ეკონომიკური გიგანტია. აი, გიგანტი დაბერდა, 2008 წლის შემდეგ კი სტაგნაციას ვერ აჩერებენ, სამაგიეროდ შეუძლიათ, მიიღონ კიდევ ერთი რეგულაცია, მაგალითად წყლის ბოთლებთან დაკავშირებით