მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იან პრაუდი კირ სტარმერზე: არ მგონია ბევრ ადამიანს მოენატროს მისი მმართველობა. კითხვა იდგა, როდის წავიდოდა და ასეც მოხდა
იან პრაუდი კირ სტარმერზე: არ მგონია ბევრ ადამიანს მოენატროს მისი მმართველობა. კითხვა იდგა, როდის წავიდოდა და ასეც მოხდა

იან პრაუდი კირ სტარმერზე: არ მგონია ბევრ ადამიანს მოენატროს მისი მმართველობა. კითხვა იდგა, როდის წავიდოდა და ასეც მოხდა

იმედი|imedinews.ge

არ მგონია ბევრ ადამიანს მოენატროს მისი მმართველობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

წამყვანმა ჰკითხა, რით დაამახსოვრდება ბრიტანელებს კირ სტარმერი და რას ნიშნავს ხელისუფლების პირველი პირის ასეთი ხშირი ცვლილება ქვეყნისთვის.

„არ ვფიქრობ, რომ დიდი ხანი დაამახსოვრდებათ. მიჩნეული იყო, როგორც ისტორიულად ყველაზე არაპოპულარული პრემიერი. კითხვა იდგა, როდის წავიდოდა და ასეც მოხდა. არ მგონია ბევრ ადამიანს მოენატროს მისი მმართველობა. [ქვეყნის პირველი პირის ხშირი ცვლილება] ერთი მხრივ, ცუდის ნიშანია, რადგან ჩვენ სისტემაში პრემიერ-მინისტრი ხუთი წელი უნდა მსახურობდეს, რაც აძლევს მას საშუალებას, აკონტროლოს პოლიტიკა, რეალური ცვლილებები განახორციელოს, „დიფ სთეითის“ კონტროლი შეასუსტოს სახელმწიფოზე და თუ მხოლოდ ორი წელი იმუშავებს თანამდებობაზე, ამას ვერ გასწვდება. მეორე მხრივ, კარგი ნიშანიც არის, ანახებს, რომ ჩვენი დემოკრატია მუშაობს და როდესაც როგორც ლიდერი - კირ სტარმერი იყო მანამდე, ლიზ ტრასი, ბორის ჯონსონი, ტერეზა მეი და სხვა პრემიერები არ მუშაობენ კარგად, მათი ჩამოცილება შეიძლება თანამდებობიდან. ჩვენ არ ჩავეხუტებით მათ დიდი ხნის განმავლობაში. ბრიტანეთს რეალურად სჭირდებოდა ცვლილება. ამ პრემიერებმა ცვლილებები ვერ მოიტანეს და მივიღეთ ის, რაც გვაქვს დღეს“, - აღნიშნა პრაუდიმ.

22 ივნისს კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ განაცხადა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი