მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა
იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა

იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა

იმედი|imedinews.ge

იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა. ეს განცხადება უფლებადამცველი ორგანიზაციების იმ კრიტიკას მოჰყვა, რომელთა შეფასებითაც ტოკიოს რეაქცია სუსტი იყო.

„იაპონია თანმიმდევრულად უჭერს მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რათა დაისაჯოს და აღმოიფხვრას ყველაზე მძიმე დანაშაულები საერთაშორისო საზოგადოებაში და უზრუნველყოფილი იყოს სამართლის უზენაესობის სრული დაცვა“, - განაცხადა იაპონიის მთავრობის მთავარმა მდივანმა, მინორუ კიჰარამ.

აკანეს - პირველ იაპონელს, რომელიც ამ სასამართლოს ხელმძღვანელობს - და სენეგალელ აბდულაი სეის, ICC-ის უფროს პროკურორს, აშშ-მა გასულ კვირას სანქციები დაუწესა.

გასულ კვირას გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აკანე და სეი „პირდაპირ მონაწილეობდნენ ICC-ის მცდელობებში, გამოეძიებინათ, დაეკავებინათ ან პასუხისგებაში მიეცათ იმ ქვეყნების ოფიციალური პირები, რომელთაც სასამართლოს იურისდიქციაზე თანხმობა არ განუცხადებიათ“.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ, რომელმაც ტრამპთან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბა, კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ მან მხოლოდ წუხილი გამოთქვა და აშშ-ის გაკრიტიკებისგან თავი შეიკავა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა დაამტკიცა | რას მოიცავს?BM.GE
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს

კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს

იმედი

CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა

CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა

იმედი