მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ICG: 2024 წლის არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებითაც ამომრჩევლებს ურჩევდნენ, „ქართული ოცნება“ აღარ აერჩიათ, რითაც პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების პრაქტიკა დაარღვიეს
ICG: 2024 წლის არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებითაც ამომრჩევლებს ურჩევდნენ, „ქართული ოცნება“ აღარ აერჩიათ, რითაც პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების პრაქტიკა დაარღვიეს

იმედი|imedinews.ge

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, განსაკუთრებით მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოხატავენ დასავლეთის დედაქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერის გამო, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ძალებმა უბიძგეს აშშ-სა და ევროკავშირს „ქართული ოცნების“ მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკისკენ, პარტიის „პრორუსულად“ წარმოჩენით, - ნათქვამია დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

„2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა. არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებიც ფაქტობრივად ქართველ ამომრჩევლებს ურჩევდა, „ქართული ოცნება“ აღარ აერჩიათ, რითაც დაარღვიეს საქართველოში პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების ხანგრძლივი პრაქტიკა. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ასევე დაიწყეს საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე.

საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები 16-ქულიანი უპირატესობით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები აცხადებდნენ, ამ არჩევნებში უფრო მეტი დარღვევა დაფიქსირდა, ვიდრე წინა არჩევნებზე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ვერ ამტკიცებდნენ, თითქოს უფრო გამჭვირვალე არჩევნები განსხვავებულ შედეგს მოიტანდა,“ - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან, ხაზგასმულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციამ და კრიტიკულად განწყობილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს მოუწოდეს, „ქართული ოცნება“ ლეგიტიმურ ხელისუფლებად არ ეცნოთ, საარჩევნო წესების დარღვევებზე მითითებით.

„რიტორიკის მიუხედავად, პრაქტიკულ დონეზე საქართველოს საგარეო პოლიტიკა ძირითადად უცვლელი რჩება. შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მასშტაბის მიუხედავად, საქართველოს დღემდე არ აქვს ოფიციალური კონტაქტი რუსეთთან; ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენას ვერ შეძლებს, სანამ რუსეთი არ დაასრულებს, მათი სიტყვებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაციას“.

საქართველოს ოფიციალური პირების სამუშაო დონეზე თანამშრომლობა ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან, არსებული ცნობებით, კვლავ კარგ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის კონტაქტები შეჩერებულია. ასევე შეუფერხებლად გრძელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრებთან“, - წერს ICG.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი