მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება
იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება

იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები დამატებით 94 ჰექტარზე განხორციელდება

იმედი|imedinews.ge

ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს. მიმდინარე წელს, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტარამდე ფართობზე განხორციელდება, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც მოიცავს. პროექტის მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო.

„იმერეთის მუხნარის ტყის მასივები არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითაა ღირებული, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვან სარეკრეაციო სივრცეს წარმოადგენს. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც ტყის აღდგენასა და მისი პოტენციალის სრულად გამოყენებას შეუწყობს ხელს. უკვე თვალსაჩინოა ბუნებრივი განახლების დადებითი შედეგები, ხოლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით ჩვენი სპეციალისტები ტერიტორიის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ“, - აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორია და „ქუთაისის მუხნარი“, სადაც „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხისა და ძელქვას სახეობები გვხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებისა და დაბინძურების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

„ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებები 2018 წლიდან მიმდინარეობს. სანიტარიული ჭრების პარალელურად განხორციელდა როგორც ტყის ხელოვნური გაშენება, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.

დღეისათვის, ტყის აღდგენის ღონისძიებები 311.4 ჰექტარ ფართობს მოიცავს. დარგულია 9 500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხა. ასევე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, დატბორილ ტერიტორიაზე სადრენაჟე სამუშაოები ჩატარდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი: აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ ირანის ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა

დონალდ ტრამპი: აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ ირანის ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა

იმედი

სეუტაში მიგრაციის კრიზისის მოგვარების მოთხოვნით აქცია გაიმართა

სეუტაში მიგრაციის კრიზისის მოგვარების მოთხოვნით აქცია გაიმართა

იმედი

კანადაში ტყის ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა

კანადაში ტყის ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

სიცილიასთან ასობით ამფორით დატვირთული რომაული გემი აღმოაჩინეს

სიცილიასთან ასობით ამფორით დატვირთული რომაული გემი აღმოაჩინეს

იმედი