მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეცნობიან
იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეცნობიან

იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეცნობიან

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაცნობით ტურებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, 20 ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენელი იმერეთს ეწვია.

ტურის მონაწილეები, მათ შორის ტუროპერატორები, ეცნობიან იმერეთის ტურისტულ ადგილებს: თერჯოლაში ეთნო საზანოს, ჭიათურას, სვერის სათავგადასავლო ბანაკს ვია ფერატას, ღვინის მარნებს, ღვინის მუზეუმს, მეღვინეობა „სოლომონეს“, წყალტუბოს, ცხენოსანთა კლუბ ART-ის, კერამიკის სახელოსნოს, აგრო სახლ „ქორენას“, ვანს, ვანის მუზეუმს, ნაქალაქარს, „შატო ლაბარას“ და „ უხუთის ეკო სახლს.

ტურის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებსა და მომსახურების მიმწოდებლებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების შესახებ, რაც მომავალში დაეხმარებათ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნასა და ვიზიტორებისთვის ტურისტული პროდუქტის სწორად შეთავაზებაში.

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები და ტუროპერატორები ქუთაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახლად გახსნილ ტექნოლოგიურ ჰაბს ეწვივნენ.

ტექნოლოგიური ჰაბი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას. მისი მიზანია, სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობა, ისწავლონ, შექმნან, გამოსცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური იდეები ერთ სივრცეში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო კორუმპირებული თანამდებობის პირების წინააღმდეგ - მიზანში დავით არახამიაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო კორუმპირებული თანამდებობის პირების წინააღმდეგ - მიზანში დავით არახამიაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. დეტალები „ქრონიკაში“

სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. დეტალები „ქრონიკაში“

იმედი

ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას

ჯო უილსონი სიძულვილის მხარეს - კონგრესმენის მიერ დაანონსებული მორიგი კანონპროექტი და მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ჯო უილსონი სიძულვილის მხარეს - კონგრესმენის მიერ დაანონსებული მორიგი კანონპროექტი და მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი