მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია გამოაცხადა. ამჯერად, პროგრამის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან შეირჩევიან.

პრე-აქსელერაციის პროგრამა რეგიონში მცხოვრები ინოვაციური მეწარმეებისთვის შექმნილი 4-კვირიანი ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული კურსია, რომელიც მონაწილეებს იდეის ინოვაციურ პროდუქტად სწორად განვითარებაში ეხმარება.

პროგრამა მოიცავს 8 თეორიულ და პრაქტიკულ მოდულს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან, მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და პროფესიონალურ უკუკავშირს საკუთარი იდეების განვითარებისა და დახვეწისთვის.

პროგრამა სრულად გუნდურ ფორმატზეა დაფუძნებული. მონაწილეები ჯგუფებად დარეგისტრირდებიან და ინტენსიური, პრაქტიკული სასწავლო მოდულების განმავლობაში იმუშავებენ შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: იდეის ვალიდაცია და ბაზრის ანალიზი; პროდუქტის განვითარება (MVP); ბიზნეს და სტარტაპ მოდელების ჩამოყალიბება; პროექტის წარდგენა (Pitching) და ინვესტორებისთვის მომზადება.

პრე-აქსელერაციის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამა უკვე ჩატარდა სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ქვემო-ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში.

სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში განაცხადების მიღება სრულდება 5 სექტემბერს. რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

იმედი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი