მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილობრივი გასხვისების გეგმაზე უარი თქვა
ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილობრივი გასხვისების გეგმაზე უარი თქვა

ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილობრივი გასხვისების გეგმაზე უარი თქვა

იმედი|imedinews.ge

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულ უფლებებში წილის გაყიდვის გეგმაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან Sky News-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

Sky News-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ფეხბურთის მსოფლიო საზოგადოების მწვავე წინააღმდეგობა.

„ყველა მოსაზრების ყურადღებით მოსმენის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ამ პროექტმა ისეთი სახის დაპირისპირება გამოიწვია, რომელიც, მხარდაჭერის დონის მიუხედავად, აღარ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც თავიდან შეიქმნა.

ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება გაერთიანება და განვითარება. შესაბამისად, ეს წინადადება აღარ განხორციელდება.

შემდეგ დღეებსა და კვირებში ჩემი განზრახვაა, ყველა დაინტერესებული მხარე კვლავ ერთ მაგიდასთან შევკრიბო, ჩვენი თამაშის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა ფეხბურთის განვითარება გაგრძელდეს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ“, - განაცხადა ინფანტინომ.

მანამდე, სამშაბათს, FIFA-მ დაადასტურა, რომ ინფანტინო გეგმავდა 20 მილიარდ დოლარად შეფასებული შვილობილი კომპანიის - FIFA Forward Enterprise-ის შექმნას და მისი 20%-ზე მეტი წილის გაყიდვას. ამ გზით ორგანიზაცია დაახლოებით 4,2 მილიარდი დოლარის მოზიდვას აპირებდა.

ინიციატივას მწვავედ დაუპირისპირდნენ კონტინენტური საფეხბურთო კონფედერაციები, ეროვნული ასოციაციები და FIFA-ს მაღალჩინოსნები.

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) გააფრთხილა FIFA, რომ, თუ პროექტი არ გაუქმდებოდა, მისი წევრები FIFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. UEFA-ს პოზიციას აზიის ფეხბურთის კონფედერაცია (AFC) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ფეხბურთის კონფედერაცია (CONCACAF) შეუერთდნენ.

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CONMEBOL), რომელმაც საკუთარი პოზიცია ბოლოს დააფიქსირა, განაცხადა, რომ FIFA-სგან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა და აღნიშნა, რომ „კომერციული გადაწყვეტილებები ფეხბურთის არსზე მაღლა არასდროს უნდა იდგეს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით ახორციელებენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით ახორციელებენ

იმედი

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

იმედი