მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ქართველი დიზაინერების გამოფენა გაიმართა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ქართველი დიზაინერების გამოფენა გაიმართა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ქართველი დიზაინერების გამოფენა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

თბილისში დიზაინის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ორგანიზებით იმართება და მასში ევროპის 14 ქვეყანა მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში, მოეწყო ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა , სადაც წარმოდგენილია ისეთი ქართული ბრენდები, როგორებიცაა: „ავთანდილი“, „ეშვი“, „დალოოდი“ და „სამოსელი პირველი“. ექსპოზიცია, ასევე, აერთიანებს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის ქართული ტრადიციული სამოსისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშებს.

საერთაშორისო კონფერენციის თემა სწორედ დიზაინის დაცვის ძირითად გამოწვევებს უკავშირდება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დიზაინის დაცვის მნიშვნელობას მეწარმეობისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების წახალისებას, კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობს. ექსპოზიცია ისეა მოწყობილი, რომ მნახველს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში გაეცნოს ქართული დიზაინის ნიმუშებს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული სამოსიდან თანამედროვე ინტერპრეტაციებამდე, წარმოდგენილია როგორც ისტორიული, ტრადიციული ნიმუშები, ასევე თანამედროვე სამოსი, რომელიც ინარჩუნებს და ახლებურად გადმოსცემს წარსულს. შესაბამისად გამოფენა ასახავს ქართული დიზაინის განვითარებას და უწყვეტ კავშირს ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის.

გამოფენაზე წარმოდგენილი ცნობილი ქართველი დიზაინერები აქტიურად ოპერირებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია უნიკალური ქართული კულტურის ინტეგრაციისა თანამედროვე საერთაშორისო კულტურულ სივრცეში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი