მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ბენდელიანი: მერიის „ცხელ ხაზზე“ შემოსული არცერთი შეტყობინება, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისი გამგეობის თანამშრომლები ყველა ლოკაციაზე ნამყოფები არიან, აღწერილია, თუ რა დაზიანება მიიღეს და როგორც უკვე გითხარით, ამ მოსახლეობას ეს ზიანი აუნაზღაურდება
ირაკლი ბენდელიანი: მერიის „ცხელ ხაზზე“ შემოსული არცერთი შეტყობინება, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისი გამგეობის თანამშრომლები ყველა ლოკაციაზე ნამყოფები არიან, აღწერილია, თუ რა დაზიანება მიიღეს და როგორც უკვე გითხარით, ამ მოსახლეობას ეს ზიანი აუნაზღაურდება

იმედი|imedinews.ge

მერიის „ცხელ ხაზზე“ შემოსული არცერთი შეტყობინება, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისი გამგეობის თანამშრომლები ყველა ლოკაციაზე ნამყოფები არიან, აღწერილია, თუ რა დაზიანება მიიღეს და როგორც უკვე გითხარით, ამ მოსახლეობას ეს ზიანი აუნაზღაურდება, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, გარკვეულ ქუჩებზე რომ პრობლემები არსებობს ამას არავინ უარყოფს და ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს.

„დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში უხვი ნალექის შედეგად, იმ ოჯახებს, მოსახლეობას, ვისაც ზიანი მიადგა, ეს ზიანი სრულად ანაზღაურდება. მერიის „ცხელ ხაზზე“ შემოსული არცერთი შეტყობინება, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. შესაბამისი გამგეობის თანამშრომლები ყველა ლოკაციაზე ნამყოფები არიან. აღწერილია, თუ რა დაზიანება მიიღეს და როგორც უკვე გითხარით, ამ მოსახლეობას ეს ზიანი აუნაზღაურდება. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქის მასშტაბით არსებულ სანიაღვრე ქსელს, არავინ უარყოფს, რომ არსებობს გარკვეული სახის პრობლემები გარკვეულ ლოკაციებზე. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს პრობლემები ათწლეულების მანძილზე გროვდებოდა და სწორედ ეს იყო მიზანი მერიის გადაწყვეტილების, რომ სადაც კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება იქ ხდება მიწისქვეშა ქსელების შეცვლა-განახლება. თუმცა, კონკრეტულ ლოკაციებზე არსებობს პრობლემები, რომლის მოგვარებასაც სჭირდება დრო და გარკვეული ფინანსური რესურსი. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი მერვე წელია აქტიურად მუშაობს, თუმცა როგორც იცით, წლების განმავლობაში ამ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება არ ექცეოდა",- აღნიშნა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები ევროპის წამყვან ქალაქებშიც ხდება ინტენსიურ წვიმებზე.

„მე არ ვამბობ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, უბრალოდ პოლიტიკური პარტიები როცა ამბობენ, რომ ასეთი რამე არსად უნახავთ და თბილისში არაფერი გაკეთებულა და ამ მიმართულებით არავინ ყურადღებას არ აქცევს, ეს ასე არ არის",- განაცხადა ბენდელიანმა.

მან ასევე ისაუბრა დამატებით გამოწვევებზე და იმ ზარალის რაოდენობაზე, რაც უხვმა ნალექმა დედაქალაქს მოუტანა.

„ბოლო პერიოდში ინტენსიური წვიმების შედეგად მოსახლეობას გარკვეული სახის ზარალი მიადგა. ამ ზარალის დათვლა დღესაც მიმდინარეობას და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება. რაც შეეხება ზარალისა და ზიანის ტიპს, აქ სხვადასხვანაირი ზიანის ტიპი იყო: იყო კერძო სახლებში წყლის შევარდნა, ასევე იყო მაღალსართულიანი კორპუსის სახურავებიდან წყლის ჩამოსვლა, იყო ხეების წაქცევის შემთხვევები, თუმცა მერიის ყველა სამსახური 24-საათიან რეჟიმში იყო და ეს პრობლემები ეტაპობრივად ყველა მოგვარებულია ან მოგვარების ეტაპზეა",- აღნიშნა ბენდელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

იმედი

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

იმედი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი