მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ბენდელიანი სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე შენობების რეაბილიტაციაზე: კონტრაქტორების მიმართ ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით შესრულდეს სამუშაოები და შენობების ავთენტური მდგომარეობა არ უნდა დაიკარგოს
ირაკლი ბენდელიანი სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე შენობების რეაბილიტაციაზე: კონტრაქტორების მიმართ ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით შესრულდეს სამუშაოები და შენობების ავთენტური მდგომარეობა არ უნდა დაიკარგოს

იმედი|imedinews.ge

დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, სულხან-საბას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიას უკვე დაწყებული აქვს. ბენდელიანის განმარტებით, პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვალა და განახლდა.

„სულხან-საბას ქუჩაზე ასფალტის დროებითი, ქვედა ფენა მოეწყო, რათა ადგილზე გადაადგილება შეუფერხებელი ყოფილიყო. რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, რამდენიმე დღეში ჩვენ დავიწყებთ უშუალოდ შენობა-ნაგებობების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

პარალელურ რეჟიმში, ინგოროყვას ქუჩაზე მიმდინარეობს სატრანსპორტო სქემის დამუშავება, რომ იქაც მოხდეს მოძრაობის მიმართულებების შეცვლა. ამის შესახებ მოსახლეობას დამატებით შემდეგ მივაწვდით ინფორმაციას. რამდენიმე დღეში შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ. კონტრაქტორების მიმართ ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით შესრულდეს სამუშაოები და შენობების ავთენტური მდგომარეობა არ უნდა დაიკარგოს.

ორივე ქუჩაზე დაახლოებით, 450-მდე ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოები მაქსიმუმ, ორი წლის განმავლობაში სრულად დასრულდება“, - განაცხად ირაკლი ბენდელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

იმედი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი.  „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი