
ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.
„ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება, მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი. მათ მეტი არაფერი ამოძრავებთ. მათ ჩვენი ქვეყანა არ უყვართ. ესენი ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ. მაქსიმალურად აზიანებენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს. ისინი არაერთ ვერსიას ასახელებენ, მათ შორის, უკავშირებენ მის საქმიანობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 27 აგვისტოს იპოვეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge