მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას Eurosatory 2026 დაესწრო
ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას Eurosatory 2026 დაესწრო

ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას Eurosatory 2026 დაესწრო

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას Eurosatory 2026 დაესწრო, რომელზეც ფრანგი კოლეგის, საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანების მინისტრის, კატრინ ვოტრენის მიწვევით იმყოფება.

სამხედრო გამოფენას საფრანგეთის დედაქალაქი ორ წელიწადში ერთხელ მასპინძლობს და მის მიზანს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირებისა და სფეროს სპეციალისტებისთვის ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების, შეიარაღებისა და აღჭურვილობის სისტემების გაცნობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.

წელს საერთაშორისო გამოფენას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს. Eurosatory 2026 კიბერთავდაცვის, ხელოვნური ინტელექტის, შორი მანძილიდან დისტანციური ბრძოლის, კრიზისებისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და სხვა აქტუალურ თემებს დაეთმო.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა.

მინისტრთან ერთად საფრანგეთში იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა

იმედი

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ფაქტებზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2025 წლის შესრულების ანგარიში“ განიხილა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო

იმედი