მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ხელაძე: 2012 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქართველ ხალხთან ერთად, მას შემდეგ მუდმივად ცდილობენ მისი სახელის, ფაქტორის, როლის დაზიანებას, თუმცა საბედნიეროდ ეს ყველაფერი წარუმატებლად გამოსდით. ქართველ ხალხს არავის წაქეზება, არავის კარნახი არ სჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ხელაძე: 2012 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქართველ ხალხთან ერთად, მას შემდეგ მუდმივად ცდილობენ მისი სახელის, ფაქტორის, როლის დაზიანებას, თუმცა საბედნიეროდ ეს ყველაფერი წარუმატებლად გამოსდით. ქართველ ხალხს არავის წაქეზება, არავის კარნახი არ სჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი

იმედი|imedinews.ge

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის როლს, მის ფაქტორს საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა შეცვალა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.

მისი თქმით, ქართველმა ხალმა კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა ღვაწლი აქვს მას საქართველოსთან მიმართებაში.

ირაკლი ხელაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა და რა თქმა უნდა პოლიტიკური საბჭოს ფარგლებში გადაწყვეტილებები მიიღება გუნდურად, სადაც ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს და მის პოზიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

„2012 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქართველ ხალხთან ერთად, მას შემდეგ მუდმივად ცდილობენ მისი სახელის, მისი ფაქტორის, მისი როლის დაზიანებას, თუმცა საბედნიეროდ ეს ყველაფერი წარუმატებლად გამოსდით. ქართველ ხალხს არავის წაქეზება, არავის კარნახი არ სჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი, რომელმაც მთლიანად შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს სავარაუდოდ, რაოდენ სამწუხარო მოსასმენიც არ უნდა იყოს მავანისთვის, ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდით. არაერთი ქარტეხილი გამოგვატარა ამ ადამიანმა თავისი გონივრული, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმით. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს ესხმიან თავს“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

მისი თქმით, იმ განცხადების ადრესატები, რომლებზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მიზანმიმართულად, სპეკულაციებით ხალხი შეიყვანონ შეცდომაში. ირაკლი ხელაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის განმარტებების მიზანი იყო დეტალური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, თუ როგორ ხორციელდება მმართველობა და რა როლი აქვს მასში ბიძინა ივანიშვილს.

„ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, უდიდესი როლი აქვს ჩვენს პოლიტიკურ ყოველდღიურობაში. როგორ შეიძლება ამ ადამიანს გვერდი აუარო და ისე მიიღო გადაწყვეტილებები?! თითქოსდა არაფორმალურად უნდათ ამ პროცესის წარმოჩენა. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე და რა თქმა უნდა, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოში თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რა თქმა უნდა გუნდურად, პოლიტიკური საბჭოს ფარგლებში გადაწყვეტილებები მიიღება მსჯელობისა და დისკუსიის შედეგად, სადაც რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს და რა თქმა უნდა მის აზრს და მის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა თუ რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილის და რა ფორმით იღებს მონაწილეობას ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი