მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ხელაძე: უკვე არაერთი მცდლეობა იყო იმისა, რომ ოპოზიციას შეექმნა ალიანსი, თუმცა ისინი თითოეულ მცდელობას ერთმანეთის გინებითა და ლანძღვით ასრულებენ
ირაკლი ხელაძე: უკვე არაერთი მცდლეობა იყო იმისა, რომ ოპოზიციას შეექმნა ალიანსი, თუმცა ისინი თითოეულ მცდელობას ერთმანეთის გინებითა და ლანძღვით ასრულებენ

ირაკლი ხელაძე: უკვე არაერთი მცდლეობა იყო იმისა, რომ ოპოზიციას შეექმნა ალიანსი, თუმცა ისინი თითოეულ მცდელობას ერთმანეთის გინებითა და ლანძღვით ასრულებენ

იმედი|imedinews.ge

ეს ადამიანები ფიზიკურად ვერ ჩამოაყალიბებენ იმ ერთობას, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს მათ პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას ან ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, უკვე არაერთი მცდლეობა იყო იმისა, რომ ოპოზიციას შეექმნა ალიანსი, თუმცა ისინი თითოეულ მცდელობას ერთმანეთის გინებითა და ლანძღვით ასრულებენ.

„ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ეს ადამიანები ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს, იმართებიან გარედან და ცდილობენ, რომ იქიდან წამოსული დავალებები ზედმიწევნით შეასრულონ. ჩვენ თავშივე, როდესაც ამ ალიანსის ახალი პლატფორმის ჩამოყალიბებაზე მიიღეს დავალება და ამის შესრულებას შეუდგნენ, მაშინვე დავაფიქსირეთ, რომ წარმოუდგენელია ამ ადამიანებისგან შემდგარმა ერთობამ რაიმე საერთო ღირებულებებზე ისაუბროს. ეს ადამიანები ფიზიკურად ვერ ჩამოაყალიბებენ იმ ერთობას, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს მათ პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას ან ქვეყანას. შესაბამისად, გულწრფელობისგან არის დაცლილი ეს პროცესი, ყოველგვარი იდეის გარეშე არიან ეს ადამიანები გაერთიანებულები და შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ამ ტიპის ურთიერთობები, დამოკიდებულებებია ერთმანეთთან. ეს გაერთიანების მერამდენე მცდელობაა უკვე, მაგრამ ყოველ ჯერზე ხან აგინებენ ერთმანეთს, ხან ლანძღავენ. იმიტომ არის განწირული წარუმატებლობისთვის ასეთი ალიანსები, რომ ჩვენს ხალხს კარგად ახსოვს რა აკადრეს მათ ქართველ ხალხს", - აღნიშნა ხელაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება