მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია „ალდეს“ მიმართვაზე: ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით
ირაკლი კირცხალია „ალდეს“ მიმართვაზე: ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით

ირაკლი კირცხალია „ალდეს“ მიმართვაზე: ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით

იმედი|imedinews.ge

ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია „ALDE“-ს მიმართვას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსისადმი საქართველოში კონკრეტული პირებისთვის შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს გადაუხვიოს იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაუკვეთა.

„სამწუხაროდ, ეს ის ძალაა ევროკავშირში და იმ მმართველობით ელიტაში, რომელიც გვეუბნებოდა რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა დემოკრატიის პრინციპი და გამოხატვის თავისუფლებაა. როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ ელიტაზე ევროკავშირში, მსგავსი განცხადებები არ უნდა გვიკვირდეს. ალბათ ავიწყდებათ, რომ წლებია, ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან არის პირდაპირი, უსამართლო თავდასხმების მსხვერპლი. მსხვერპლი ხმამაღალი ნათქვამია - მათ თავდასხმების ქვეშ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მათ თავდასხმის მსხვერპლად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ნაკლებად გვაინტერესებს, განსაკუთრებით სახელისუფლებო გუნდს, ეს უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო სანქციების პაკეტები წლიდან წლამდე თუ თვიდან თვემდე. ეს ძალიან კარგად იციან, ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით, ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“, და ეს დაკვეთა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალაშია დღესაც. ეს დაკვეთა არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის და, ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანი გზით.“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

„ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ - ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში „რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებზე, მაღაროელების პრობლემებთან დაკავშირებით, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს

პრემიერი: 2012 წლამდე ეკონომიკური კუთხით იყო  უმძიმესი მდგომარეობა, მაშინდელი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე, უმუშევრობა დაახლოებით 2-ჯერ მეტი, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1 120 000-ზე მეტი ადამიანი, ბიზნესის რეკეტს ამართლებდნენ ეკონომიკური ინტერესებით, წარმოიგინეთ რა დონის ფარსთან გვქონდა საქმე

პოლიტიკური პარტია „ალდე“ ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა

პოლიტიკური პარტია „ალდე“ ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა

იმედი

ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს - ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია